დავიდ შტრაუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავიდ შტრაუსი
გერმ. David Friedrich Strauß
Die Gartenlaube (1874) b 143.jpg
დაბ. თარიღი 27 იანვარი 1808(1808-01-27)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ლუდვიგსბურგი[5]
გარდ. თარიღი 8 თებერვალი 1874(1874-02-08)[1] [2] [3] [4] (66 წლის)
გარდ. ადგილი ლუდვიგსბურგი[5]
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
ალმა-მატერი ტიუბინგენის უნივერსიტეტი
ხელმოწერა Signature of David Friedrich Strauss.jpg

დავიდ ფრიდრიხ შტრაუსი (დ. 27 იანვარი, 1808, ლუდვიგსბურგი — გ. 8 თებერვალი, 1874, იქვე) — გერმანელი ფილოსოფოსი, ახალგაზრდა ჰეგელიანელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1848 წელს ბურჟუაზიული რევოლუციის წინ გამოვიდა რადიკალური იდეებით, 60-იანი წლებიდან კი უკვე მონარქისტი და სოციალიზმის აშკარა მოწინააღმდეგე გახდა.

ქრისტიანულ რელიგიური ეთიკასა და ახალგაზრდა ჰეგელიანური მოძრაობის დაწყებაში დიდი როლი შეასრულა მისმა წიგნმა „იესოს ცხოვრება“ (ტ. 1-2, 1835-1836). შტრაუსმა უარყო ქრისტეს ღვთაებრიობა და ისტორიულ პირად მიიჩნია იგი, ხოლო საღვთო წიგნები — ისტორიულ თხზულებებად. შტრაუსმა პანთეიზმის თვალსაზრისით გადაამუშავა ჰეგელის ფილოსოფია. საბოლოოდ სცადა დაეფუძნებინა კრიტიკული თეოლოგია („ძველი და ახალი რწმენა“, 1872)

შტრაუსის და საერთოდ ახალგაზრდა ჰეგელიანელების კრიტიკა მოცემულია მარქსისა და ენგელსის „წმინდა ოჯახში“ და „გერმანულ იდეოლოგიაში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]