დავიდე ასტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავიდე ასტორი
20150616 - Portugal - Italie - Genève - Davide Astori.jpg
ასტორი 2015 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
7 იანვარი, 1987
დაბადების
ადგილი
სან-ჯოვანი-ბიანკო, იტალია
გარდაცვალების
თარიღი
4 მარტი, 2018 (31 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
უდინე, იტალია
სიმაღლე 1.88 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1999—2001 პონტიზოლა
2001–2006 მილანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2008 მილანი 0 (0)
2006–2007   პიციგეტონე 25 (1)
2007–2008   კრემონეზე 31 (0)
2008–2016 კალიარი 174 (3)
2014–2015   რომა 24 (1)
2015–2016   ფიორენტინა 33 (0)
2016–2018 ფიორენტინა 58 (3)
სულ 345 (8)
ეროვნული ნაკრები
2004–2005 იტალია 18 წლ. 4 (0)
2011–2017 იტალია 14 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დავიდე ასტორი (იტალ. Davide Astori; დ. 7 იანვარი, 1987 — გ. 3 თებერვალი, 2018) — იტალიელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

პროფესიული კარიერა დაიწყო იტალიის სერია A-ს კლუბ „მილანში“. 2006-2008 წლებში იჯარით თამაშობდა „პიციგეტონესა“ და „კრემონეზეში“.[2][3] იმავე წელს კონტრაქტი გააფორმა იტალიურ კლუბ „კალიართან“,[4] საიდანაც, 2014 წელს იჯარით გადავიდა „რომაში“, ხოლო ერთი წლის შემდეგ — იჯარით „ფიორენტინაში“, ვისთანაც 2016 წელს გააფორმა კონტრაქტი. 2017 წელს დაინიშნა კლუბის კაპიტნად.

ასტორის დებიუტი იტალიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2011 წლის 29 მარტს უკრაინის წინააღმდეგ ახმანაგურ მატჩში.[5] მან ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი და გაიტანა 1 გოლი. ასტორიმ იტალიის ნაკრებთან ერთად 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.[6][7]

2018 წლის 4 მარტს, 31 წლის ასაკში, დავიდე ასტორი ქალაქ უდინეს ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.[8] სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.[9][10]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Profile. Sky Sports. წაკითხვის თარიღი: 21 იანვარი, 2014.
  2. Christian Seu. “Ufficiale: Pizzighettone, dal Milan ecco Astori“, tuttomercatoweb.com, 30 აგვისტო, 2006. წაკითხვის თარიღი: 11 სექტემბერი, 2010. (it) 
  3. Andrea Zalamena. “Cagliari, arriva il giovane Astori“, tuttomercatoweb.com, 9 ივნისი, 2008. წაკითხვის თარიღი: 11 სექტემბერი, 2010. (it) 
  4. Giuseppe Calvi. “Palermo su Sereni e punta Fornaroli Rinaudo al Napoli“, 30 მაისი, 2008, გვ. 14. წაკითხვის თარიღი: 11 სექტემბერი, 2008. (it) 
  5. დავიდე ასტორი — National-Football-Teams.com
  6. 6.0 6.1 Buffon stars as Italy win shootout & bronze“, FIFA.com, 30 ივნისი, 2013. წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი, 2015. 
  7. Uruguay 2–2 Italy. BBC Sport.com (30 ივნისი, 2013). წაკითხვის თარიღი: 21 დეკემბერი, 2015.
  8. ფიორენტინას კაპიტანი, 31 წლის დავიდე ასტორი გარდაცვლილი იპოვეს. „ტაბულა“ (4 მარტი, 2018). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  9. დავიდე ასტორი გულის შეტევით გარდაიცვალა. „ახალი თაობა“ (5 მარტი, 2018). წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2018.
  10. Confirmed: Astori died of cardiac arrest. Football Italia (6 მარტი, 2018).