გურამ გოგიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიაშვილი.

გურამ სოლომონის ძე გოგიაშვილი (დ. 19 ივლისი, 1934, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, მთარგმნელი; საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1984).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით (1958). 1954 წლიდან პრესაში აქვეყნებს წერილებსა და ნარკვევებს. 1965–80 წლებში იყო გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორის მოადგილე, 1980 წლიდან — ჟურნალ „პარტიული სიტყვის“ (შემდგომში „საზრისი“) მთავარი რედაქტორი, 1991 წელს — გამომცემლობა „სამშობლოს“ დირექტორის მოადგილე, 1992–96 წლებში — გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორი, 1996 წლიდან — ამავე გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილეა. 60–70-იან წლებში ხელმძღვანელობდა ქართ. ემიგრაციისათვის განკუთვნილ გაზეთ „სამშობლოს“.

გოგიაშვილს ეკუთვნის ნიკოლას გილიენის, ალექსანდრე ბლოკის, რაინერ მარია რილკეს, იანის რაინისის, ჟაკ პრევერის, ჯანი როდარის, სამუილ მარშაკის, ანტონ ჩეხოვის, კონსტანტინე პაუსტოვსკის, ალექსანდრე ოსტროვსკის, ვასილი შუქშინის, ედუარდ რაძინსკის, ერაზმ როტერდამელის, პაულო კოელიოს და სხვ. ნაწარმოებების თარგმანები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელის“ თარგმანი (1972–2000). გოგიაშვილი არის ივანე მაჩაბლის (1990) და ვაჟა-ფშაველას (1994) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსებისა (1996) და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის (2003) ორდენებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]