გუდანი (მთა)
იერსახე
გუდანი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2090 მ |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
გუდანი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების აკუშოსხევისა და ლიქოკისხევის (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2090 მ. აგებულია შუიარული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. აღმოსავლეთი კალთა ძლიერ ციცაბოა, ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი — დამრეცი. შემოსილია სუბალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 291.