გრძელკუდა სტვენია
გრძელკუდა სტვენია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Carpodacus sibiricus (Pallas, 1773) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22720543 | |||||||||||||||
|
გრძელკუდა სტვენია[1] (ლათ. Carpodacus sibiricus) — ფრინველი მთიულასებრთა ოჯახისა.
მისი სხეულის სიგრძეა 16–19 სანტიმეტრი, მასა 14–20 გრამი, ფრთის შლილი 20–23 სმ. ახასიათებს კომპაქტური კორპუსი, გრძელი კონტრასტული კუდი, მოკლე მომრგვალებული ფრთები. ნისკარტი სტვენიასავით გაბერილი აქვს (აქედან სახელწოდება). შებუმბვლა ფაფუკია, მამალი შეფერილია ვერცხლისფერ-ვარდისფრად, დედალი და ახალგაზრდა ინდივიდები მურა ფერისანი არიან, კუდის ზემოთა მიდამო ვარდისფერი აქვთ და ჭრელი ლაქები აყრიათ სხეულზე. გალობა სასიამოვნო მოსასმენია, დუდუნ-ჟღურტულის მსგავსი, ბოლოვდება წრიპინით. ფრენის დროს ფრთები მკვეთრ ხმას გამოსცემენ.
გავრცელებულია სამხრეთ ტაიგაში, ფოთლოვან ტყეებსა და ტყესტეპებში ურალიდან ჩინეთსა და კურულიმდე. ზამთარში ჩრდილოეთ რაიონებიდან სამხრეთისკენ მომთაბარეობს. უპირატესობას ანიჭებს ბუჩქნარიან ჭალებს, ბუდობის სეზონის გარდა — აგროლანდშაფტებს. იკვებება თესლებით.
წყვილები იქმნება შემოდგომა-ზამთრის მომთაბარეობის დროს; გამრავლების სეზონი ფოთლების გამოსვლის შემდეგ იწყება. ბუდე ფინჯნის ფორმის აკურატული ნაგებობაა, რომელიც ბუჩქის სიღრმეშია (მიწიდან არაუმეტეს 3 მეტრისა) აგებული გამხმარი ბალახისაგან. დედალი დებს 4–5 და მხოლოდ ის კრუხავს. პოპულარული გალიის ფრინველია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Коблик Е. А. УРАГУС // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 65.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 76, 150, 228.