კოჭობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოჭობა
Carpodacus roseus.jpg
Carpodacus roseus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
ოჯახი:  მთიულასებრნი
გვარი:  კოჭობა
ლათინური სახელი
Carpodacus (Kaup, 1829)

კოჭობა (ლათ. Carpodacus) — ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება დიდი (ლათ. Carpodacus rubicilla) და ჩვეულებრივი კოჭობას (ლათ. Carpodacus erythrina) კავკასიური ქვესახეობები. ყველაზე ფართოდ ჩვეულებრივი კოჭობაა (ლათ. Carpodacus erythrina) გავრცელებული. მისი მასა 19-26 გრამს აღწევს. მამალი წითელია, მკერდზე უფრო კაშკაშა, ზურგი ჟოლოსფერია, ფრთები და ბოლო — მურა-წითელი. დედალი კოჭობა მორუხო-მურაა, სხეულის ქვედა მხარე უფრო ღია ფერისაა. ბინადრობს მთებში. გადამფრენია. ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 3-6 კვერცხს. იკვებება მცენარის თესლით, კენკრით, ყვავილებით, მწერებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]