გრიგორ დარანაღცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგორ დარანაღცი, გრიგოლ დარანაღელი (კამახელი) (დ. 1576, სოფ. კამახი, არზრუმის მახლობლად, ახლანდ. თურქეთი, ― გ. 1643, როდოსთო, ბულგარეთი) — სომეხი ისტორიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლების მისაღებად, სამოღვაწეოდ თუ თავშესაფრის ძიებაში მოიარა ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა და ქალაქი. აღსანიშნავია მისი ღვაწლი სომხეთში ეკლესია-მონასტრების აშენება-განახლებასა და ხელნაწერთა გადანუსხვაში. მის თხზულებათაგან აღსანიშნავია „ჟამთააღმწერლობა“, რომელიც მოიცავს 1018-1640 წლების ამბებს. თხზულების I ნაწილში მოკლედ არის გადმოცემული სელჩუკთა და ოსმალთა ისტორია 1595 წლამდე. II ნაწილში (1595-1640) დაწვრილებით არის მოთხრობილი ოსმალთა იმპერიის ისტორია მეჰმედ III-იდან მურად IV-მდე. მასვე ეკუთვნის პერიოდის სომეხთა საკათალიკოსოების ისტორია. „ჟამთააღმწერლობაში“ გვხვდება ცნობები საქართველოს შესახებ. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ცნობა ქართლის მეფე სიმონ I-ის ოსმალთა ტყვეობაში ყოფნის შესახებ. გრიგორ დარანაღცი ამ ამბების მომსწრე ყოფილა, თვითონ უნახავს სიმონ მეფე იედიყულეს ციხეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]