იედიყულე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იედიყულეს კოშკები (2006 წ.)

იედიყულე (თურქ. Yedikule Hisarı, Yedikule Zindanları; „შვიდი კოშკი“) — ისტორიული ციხე-სიმაგრე და საპყრობილე სტამბოლის ამავე სახელწოდების უბანში, „ოქროს კარის“ გადაღმა, მარმარილოს ზღვის პირას.

იედიყულეს ციხე ააგეს ოსმალეთის სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით 1458 წელს. შვიდკოშკიანი ნაგებობა მოიცავდა კონსტანტინეპოლის ძველი კედლის მონაკვეთს, მათ შორის, ძველბიზანტიური ტრიუმფალური „ოქროს კარის“ ორ ტყუპ კოშკს. საუკუნეების მანძილზე, 1830-იან წლებამდე გამოიყენებოდა, როგორც საპყრობილე. 1895 წელს გადაკეთდა მუზეუმად. სხვადასხვა დროს იედიყულეს ცნობილი პატიმრები იყვნენ: ტრაპიზონის უკანასკნელი კეისარი დავით კომნენოსი, ქართლის მეფე სიმონ I, ოსმალეთის სულთანი ოსმან II და ვლახეთის მთავარი კონსტანტინე ბრინკოვიანუ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ევლია ჩელების "მოგზაურობის წიგნი" / თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ ; საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების კომისია - თბილისი. - ; (უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ. წ. XXX) ნაკვეთი 2 : გამოკვლევა, კომენტარები - : მეცნიერება, 1973.