გრანდ-ტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრანდ-ტერი
მშობ. სახელი: Grande Terre
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 49°18′00″ ს. გ. 69°08′00″ ა. გ. / 49.30000° ს. გ. 69.13333° ა. გ. / -49.30000; 69.13333
ფართობი 6675 კმ²
უმაღლესი წერტილი 1850 მ
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
გრანდ-ტერი — ინდოეთის ოკეანე
გრანდ-ტერი

გრანდ-ტერი (ფრანგ. Grande Terre) — კუნძული ინდოეთის ოკეანის სამხრეთით. ეს კუნძული საფრანგეთის ტერიტორიაა, რომელიც შედის კერგელენის არქიპელაგში. აქ მუდმივი მოსახლეობა არ ცხოვრობს, თუმცა წელიწადის ნებისმიერ დროს კუნძულზე იმყოფება 50-110 ადამიანი (70 ზამთარში, 110 ზაფხულში), რომლებიც ძირითადად კვლევით საქმიანობას ეწევიან.[1]

კუნძული გრანდ-ტერი საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული გრანდ-ტერის სიგრძეა დაახლოებით 150 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ხოლო სიგანეში 120 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. მისი ფართობი შეადგენს 6675 კმ²-ს, რის გამოც იგი საფრანგეთის სიდიდით მესამე კუნძულია გრანდ-ტერის (ახალი კალედონია) და კორსიკის შემდეგ. ამას გარდა ის წარმოადგენს კერგელენის არქიპელაგის საერთო ფართობის 90 %-ს.

მწვერვალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფი ძირითადად წარმოდგება მთებისგან, რომლებიც ერთმანეთისაგან ხეობებით იყოფა. კუნძულზე ბევრია ისეთი მთა, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან აღემატება 1000 მეტრს:

დასავლეთის მხარე დაფარულია კუკის მყინვარით, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1049 მეტრს.

ნახევარკუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ გრანდ-ტერის ნახევარკუნძულების ადგილმდებარეობის რუკა.

კუნძულ გრანდ-ტერის სანაპირო საკმაოდ დაკლაკნილია და წარმოქმნის ბევრ ნახევარკუნძულს და ყელს. მათგან ყველაზე ძირითადებია:

  1. კურბეს ნახევარკუნძული სადაც მდებარეობს მთავარი პორტი და ადმინისტრაციული ცენტრი პორტ-ო-ფრანსე;
  2. რალიე დუ ბატის ნახევარკუნძული სამხრეთ-დასავლეთში;
  3. გალიენის ნახევარკუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც იმყოფება როსის მთები;
  4. ლორანშეს ნახევარკუნძული ჩრდილო-დასავლეთში, რომელიც ჩრდილოეთამდე — d'Estaing-ის კონცხამდეა გადაჭიმული;
  5. ჟანა დ'არკის ნახევარკუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთში;
  6. რონარშის ნახევარკუნძული ჩრდილოეთით;
  7. გეოგრაფიული საზოგადოების ნახევარკუნძული ჩრდილოეთით;
  8. ჟოფრეს ნახევარკუნძული ჩრდილო-აღმოსავლეთით;
  9. უელსის პრინცის ნახევარკუნძული;
  10. გაუსის ნახევარკუნძული;
  11. გრის ბუკეტის ნახევარკუნძული;
  12. ანტრკასტოს ნახევარკუნძული;
  13. ბუგენვილის ნახევარკუნძული.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მთლიანი კერგელენის არქიპელაგი და საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია, კუნძულ გრანდ-ტერიზეც არ არსებობს მუდმივი მოსახლეობა. მეორე მხრივ, კურბეს ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე არსებობს დასახლებული პუნქტი პორტ-ო-ფრანსე, სადაც მუშაობს დაახლოებით 80 მეცნიერი ზამთარში და 120 ზაფხულში, ასევე ათობით ინჟინერი და ტექნიკოსი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერგელენი საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]