გოტფრიდ ფერდინანდ კარლ ერენბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოტფრიდ ფერდინანდ კარლ ერენბერგი
დაიბადა 6 ნოემბერი, 1840(1840-11-06)[1]
დაბადების ადგილი დანაუ[2]
გარდაიცვალა 14 მაისი, 1914(1914-05-14)[2] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი დრეზდენი
ჟანრი ისტორიული ფერწერა

გოტფრიდ ფერდინანდ კარლ ერენბერგი (გერმ. Gottfried Ferdinand Carl Ehrenberg; დ. 6 ნოემბერი, 1840, დანაუ, ოლდენბური-ინ-ჰოლშტაინი — გ. 14 მაისი, 1914, დრეზდენი) — გერმანელი ილუსტრატორი, მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანია-საფრანგეთის ომში მონაწილეობა მიიღო როგორც დაჭრილთა მომვლელმა. მიუნხენსა და ანტვერპენში ხანგრძლივი ვიზიტის შემდეგ მან 1875 წელს დრეზდენს მიაშურა, სადაც კარგა ხანს დარჩა და ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა.

1875 წლიდან დაქორწინებული იყო მომღერალსა და მუსიკის მასწავლებელზე სოფი ელიზე იოან გეორგინე ლანგჰაიმზე (გერმ. Sophie Elise Johanne Georgine Ehrenberg; დ. 1848, ეკერნფერდე — გ. 1892 დრეზდენი). მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გოტფრიდ ფერდინანდ კარლ ერენბერგის ორივე ვაჟიშვილი პაული და კარლი ცნობილი არქივარიუსის თეოდორ დისტელის ვილა „დისტელჰაიმში“ (ბლაზევიცი) იზრდებოდნენ.

ნაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Das Zeichnen und Zeichenunterricht, (ხატვა და ხატვის გაკვეთილი) Leipzig 1869

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ernst, Sigismund: Ehrenberg, Carl. წიგნში: Ulrich Thieme (გამომც.): Allgemeines Lexikon der Bildenden Künstler von der Antike bis zur Gegenwart. Begründet von Ulrich Thieme und Felix Becker. ტომი 10: Dubolon–Erlwein. E. A. Seemann, Leipzig 1914, იხ. გვ. 392–393.
  • Ehrenberg, Carl (Maler). წიგნში: Hans Vollmer: Allgemeines Lexikon der bildenden Künstler des XX. Jahrhunderts. Band 5: V–Z. Nachträge: A–G. E. A. Seemann, Leipzig 1961, იხ. გვ. 451.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]