კარლ ემილ თეოდორ ერენბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარლ ემილ თეოდორ ერენბერგი (გერმ. Carl Emil Theodor Ehrenberg) (დ. 6 აპრილი, 1878, დრეზდენი — გ. 26 თებერვალი, 1962, მიუნხენი) — გერმანელი კომპოზიტორი.

ცხოვრების გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ ერენბერგი იყო მხატვარ კარლ ერენბერგის ვაჟიშვილი და ცნობილი მევიოლინისა და მხატვრის პაულ ერენბერგის ძმა; ძმებმა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაჰკარგეს დედა, სოფი ელიზე იოან გეორგინე ლანგჰაიმზე (გერმ. Sophie Elise Johanne Georgine Ehrenberg) (დ. 1848, ეკერნფერდე — გ. 1892 დრეზდენი), რის გამოც სახელმწიფო არქივარიუსის თეოდორ დისტელის ოჯახში, ვილა დისტელჰაიმში იზრდებოდნენ ჰილდე და ლილი დისტელჰაიმებთან ერთად.

კარლ ერენბერგი სწავლობდა დრეზდენის კონსერვატორიაში იმ დროისათვის ცნობილი მასწავლებლის ფელიქს დრეზეკეს (გერმ. Felix Draeseke) დამრიგებლობით. მოგვიანებით იგი ხელმძღვანელობდა კაპელებს დორტმუნდში, ვიურცბურგში, პოზენში, აუგსბურგში, მეცსა და ლოზანაში, ხოლო 1922 წელს სათავეში ჩაუდგა ბერლინის სახელმწიფო ოპერის კაპელას.

1925 წლიდან 1935 წლამდე მუშაობდა კელნის სამუსიკო უმაღლეს სასწავლებელში, 1932 წელს შევიდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის (გერმ. NSDAP) რიგებში და დროდადრო, 1935 წლიდან 1946 წლამდე იყო მიუნხენის სამუსიკო უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი.

ნაცისტური რეჟიმის დროს შედიოდა მესამე რაიხის საიმპერიო მუსიკოსთა ერთობის მუსიკის პედაგოგთა საბჭოში.

კარლ ერენბერგმა დაწერა ოპერა, ორი სიმფონია, სიმფონიური ჩანახატები, ორი საორკესტრო სუიტა, ერთი უვერტიურა, კონცერტი ჩელოსათვის, რამდენიმე კამერული მუსიკის ნაწარმოები, დაწერა ასევე თეატრალური წარმოდგენისთვის მუსიკალური თანხლება და სიმღერები.

კარლ ერენბერგი განისვენებს მიუნხენის ჩრდილო სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]