ფიჭური კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფიჭური კავშირგაბმულობა)

ფიჭური კავშირგაბმულობა — მობილური რადიოკავშირის ერთ-ერთი სახე, რომელიც დაფუძნებულია ფიჭურ ქსელზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიჭური ტელეკომუნიკაციის დაარსების თარიღად მიიჩნევენ 1971 წელს, როდესაც აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისიას კომპანია Bell System-მა წარუდგინა რადიოსატელეფონო კავშირის ქსელის არქიტექტურა, რომელსაც შემდგომში ფიჭური ეწოდა. თუმცა ამ იდეიდან რეალურ პროექტებამდე განვლო 10 წელმა. გასული საუკუნის 70-იან წლებში ფიჭური სისტემების დამუშავება და 80-იან წლებში მათი დანერგვა დაკავშირებული აღმოჩნდა სხვადასხვა და საკმაოდ რთული ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტასთან. ფიჭური ტელეკომუნიკაციის პირველი ქსელები ანალოგურს წარმოადგენდა, რომელთა ექსპლუატაციამ სპეციალისტებს მისცა ფიჭური ქსელების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების დამუშავებისა და მათი საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელებთან მიერთების საშუალება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]