გიულერ ეფენდიევა
იერსახე
გიულერ ეფენდიევა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1880 სოფელი ჩიჩი, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
15 ივლისი 1970 ყუბა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა | სსრკ |
გიულერ ეფენდიევა (აზერ. Güllər Əfəndiyeva) (დ. 1880 — გ. 15 ივლისი, 1970) — აზერბაიჯანელი ხალიჩის მქსოველი ქალბატონი.
გიულერ ელდარ ყიზი ეფენდიევა დაიბადა 1880 წელს სოფელ ჩიჩიში (ამჟამად სოფელი აზერბაიჯანის ყუბის რაიონში).[1] ცხოვრობდა და მუშაობდა სოფელ პირებედილში (ამჟამინდელი სოფელი აზერბაიჯანის შაბრანის რაიონში). მის მიერ მოქსოვილი ხალიჩა „გერატ- პირებედილი“ დაჯილდოვდა ოქროს მედლით საფრანგეთში 80-იანი წლების ბოლოს ჩატარებულ გამოფენაზე. მისი ნაშრომებია ასევე „პირებედილბურმა“, „აგიულჩიჩი“, „ხირდაგიულჩიჩი“, ასევე ცხენის გადასაფარებლები.[1]
გიულერ ელდარ ყიზი ეფენდიევა გარდაიცვალა 1970 წლის 15 ივლისს ქალაქ ყუბაში.[1]