პიერო-შლეგი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან გიჟი პიერო)
„გიჟი პიერო“ | |
---|---|
ჟანრი | კრიმინალური თრილერი |
დამდგმელი რეჟისორი | ჟან-ლუკ გოდარი |
პროდიუსერი | ჟორჟ დე ბორეგარი |
სცენარის ავტორი | ჟან-ლუკ გოდარი |
ნაწარმოები | ლეონელ უაითის „შეპყრობილობა“ |
როლებში |
ჟან-პოლ ბელმონდო ანა კარინა |
მუსიკა | ანტუან დუამელი |
ოპერატორი | პოლ კოტარი |
მონტაჟი | ფრანსუა კოლინი |
სტუდია | Films Georges de Beauregard |
დისტრიბუტორი | Société Nouvelle de Cinématographie (SNC |
გამოსვლის თარიღი | 15 ნოემბერი, 1965 |
ხანგრძლივობა | 110 წუთი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
ბიუჯეტი | $300,000 |
გიჟი პიერო (ფრანგ. Pierrot le Fou) — ჟან-ლუკ გოდარის 1965 წლის ფილმი. შემოსავლების მიხედვით ფილმი იყო მეთხუთმეტე ადგილზე იმ წლის ფრანგულ ფილმებს შორის.[1] ის იყო შერჩეული ოსკარის ნომინაციაზე საუკეთესო უცხოური ფილმისთვის საფრანგეთიდან წარსადგენად, თუმცა ნომინაცია ვერ მიიღო.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ორი შეყვარებული, ფერდინანდი (ჟან-პოლ ბელმონდო) და მისი შვილის ძიძა, მარიანა (ანა კარინა) ერთად გარბიან სანაპიროზე. ფერდინანდი ცოლს მიატოვებს, მარიანა კი მძარცველებისგან შექმნილ უსიამოვნებებს გაურბის. ისინი ზღვის ზღაპრულ სანაპიროზე ცხოვრობენ, თუმცა ურთიერთობა არ აეწყობათ.