პიერო-შლეგი
იერსახე
| „გიჟი პიერო“ | |
|---|---|
| ჟანრი | კრიმინალური თრილერი |
| დამდგმელი რეჟისორი | ჟან-ლუკ გოდარი |
| პროდიუსერი | ჟორჟ დე ბორეგარი |
| სცენარის ავტორი | ჟან-ლუკ გოდარი |
| ნაწარმოები | ლეონელ უაითის „შეპყრობილობა“ |
| როლებში |
ჟან-პოლ ბელმონდო ანა კარინა |
| მუსიკა | ანტუან დუამელი |
| ოპერატორი | პოლ კოტარი |
| მონტაჟი | ფრანსუა კოლინი |
| სტუდია | Films Georges de Beauregard |
| დისტრიბუტორი | Société Nouvelle de Cinématographie (SNC |
| გამოსვლის თარიღი | 15 ნოემბერი, 1965 |
| ხანგრძლივობა | 110 წუთი |
| ქვეყანა | საფრანგეთი |
| ენა | ფრანგული |
| ბიუჯეტი | $300,000 |
გიჟი პიერო (ფრანგ. Pierrot le Fou) — ჟან-ლუკ გოდარის 1965 წლის ფილმი. შემოსავლების მიხედვით ფილმი იყო მეთხუთმეტე ადგილზე იმ წლის ფრანგულ ფილმებს შორის.[1] ის იყო შერჩეული ოსკარის ნომინაციაზე საუკეთესო უცხოური ფილმისთვის საფრანგეთიდან წარსადგენად, თუმცა ნომინაცია ვერ მიიღო.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ორი შეყვარებული, ფერდინანდი (ჟან-პოლ ბელმონდო) და მისი შვილის ძიძა, მარიანა (ანა კარინა) ერთად გარბიან სანაპიროზე. ფერდინანდი ცოლს მიატოვებს, მარიანა კი მძარცველებისგან შექმნილ უსიამოვნებებს გაურბის. ისინი ზღვის ზღაპრულ სანაპიროზე ცხოვრობენ, თუმცა ურთიერთობა არ აეწყობათ.