შინაარსზე გადასვლა

ანა კარინა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა კარინა

ანა კარინა 1968 წელს
დაიბადაჰანა კარინ ბლერკ ბეიერი
22 სექტემბერი, 1940
ფრედერიკსბერგი, დანია
გარდაიცვალა14 დეკემბერი, 2019 (79 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, ვოკალისტი
მეუღლე ჟან ლუკ გოდარი (1961-1965)

პიერ ფაბრე (1968-1974) დენიელ დიუვალი (1978-1981)

დენის ბერი (1982-დან კარინას სიკვდილამდე)

ანა კარინა (ფრანგ. Anna Karina; დაბადებით ჰანა კარინ ბეიერი; დ. 22 სექტემბერი, 1940, ფრედერიკსბერგი, დანია — გ. 14 დეკემბერი, 2019, პარიზი, საფრანგეთი) — დანიელ-ფრანგი ავანგარდისტი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი და მომღერალი. ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორის, ჟან-ლუკ გოდარის მუზა 1960-იან წლებში. მონაწილეობდა მის ფილმებში, მათ შორის „პატარა ჯარისკაცი“, „ქალი ქალია“, „ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით“, „გიჟი პიერო“ და სხვ.

კარინა ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა გემის კაპიტანმა მამამისმა ის და დედამისი მიატოვა. 4 წლამდე მას ბებია და ბაბუა ზრდიდნენ, ხოლო შემდეგ კი ბავშვთა თავშესაფარს მიაბარეს. 9 წლის ასაკში ის დედას დაუბრუნდა. კარინა მალევე სახლიდან გაიქცა.

რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ცეკვას შეისწავლიდა და მოდის ჟურნალებისთვის მოდელად მუშაობდა. გამოჩნდა რამდენიმე დამოუკიდებელ ფილმშიც, მათ შორის არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გოგო და ფეხსაცმელები“ (1959; Pigin og skoene), რომელიც კანის კინოფესტივალზე წარადგინეს. იმავე წელს პარიზში გადავიდა, სადაც ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორს, ჟან-ლუკ გოდარს შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ კარინამ ფილმში „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ (1960) როლი ვერ მიიღო, ის მალევე გამოჩნდა „პატარა ჯარისკაცში“ (1960).

1961 წელს კარინა ჟან-ლუკ გოდარზე დაქორწინდა. მთლიანობაში მათ ერთად შვიდი ფილმი გადაიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ კარინას უმუშავია სხვა მნიშვნელოვან რეჟისორებთან, როგორებიც არიან ლუკინო ვისკონტი (1967; „უცხო“) რეინერ ვერნერ ფასბინდერი (1976; „ჩინური რულეტი“), ფართო საზოგადოებამ ის მაინც გოდართან მუშაობის გამო დაიმახსოვრა. [1]

1973 წელს მან თავისი სარეჟისორო დებიუტი, „ერთად ცხოვრება“ (Vivre ensemble, 1973) გამოუშვა, რომელშიც თავად იღებდა მონაწილეობას. ფილმის ჩვენება კანის კინოფესტივალის 26-ე დაჯილდოებაზე გაიმართა.[2] იგი ავტორია ფილმისა „ბოლო სიმღერა“ (1987), რომელშიც ერთ-ერთ როლს თავად ასრულებს. იმღერა ფილმებში „სიმართლე ჩარლის შესახებ“ (2002) და „შარადა“ (1963).

მუსიკალური და სამწერლო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 გამოშვებულ სატელევიზიო კომედიურ მიუზიკლში, „ანა“ (1967) კარინა შვიდ სიმღერას ასრულებს სერჟ გენსბურთან და ჟან-კლოდ ბრიალისთან ერთად. კარინამ ჩაწერა ალბომი, სახელად „სიყვარულის ისტორია“, ფილიპ კატერინთან ერთად, რომელსაც საკონცერტო ტური მოჰყვა. 2005 წელს გამოუშვა „სიმღერები ფილმებიდან“, რომელიც მის მიერ სხვადასხვა ფილმებში შესრულებული სიმღერების კოლექციაა.[3]

კარინამ ოთხი რომანი დაწერა.[4]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1961„დღეს ან არასდროს“Tonight Or Neverვალერი
1961„ქალი ქალია“Une femme est une femmeანჯელა რეკამიე
1961„კლეო 5-დან 7-მდე“Cléo de 5 à 7საცოლე
1961„მას წასვლა მოუწევს“She'll Have To goტონი
1962„მზე შენს თვალებში“Le Soleil dans l'oeilდაგმარი
1962„ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით“Vivre sa vieნანა კლეინფრანკენჰეიმი
1962„სამი იგავი სიყვარულზე“Les Quatre Véritésკოლომბი
1962„პატარა ჯარისკაცი“Le petit soldatვერონიკა დრეიერი
1963„შეჰერეზადა“Shéhérazadeპიერ-გასპარ ჰუიტი
1963„ტკბილი და მწარე“Dragées au poivre)ჯინეტი
1963„აუთსაიდერების ბანდა“Bande à partოდილი
1964„სიყვარულის წრე“La rondeროუზი
1964„ყველაფერი სიყვარულის შესახებ“De l'amourჰელენი
1964„ტიბიდაბოს ქურდი“Le voleur de Tibidaboმარია
1964„ალფავილი“Alphaville: une étrange aventure de Lemmy Cautionნატაშა ფონ ბრაუნი
1965„ბანაკის მიმდევრები“The Camp Followersელენიცა კარაბორისი
1965„Un mari à un prix fixe“Un mari à un prix fixeბეატრის რეინჰოფი
1965„გიჟი პიერო“Pierrot le Fouმერიენ რენუარი
1966„მონაზონი“La Religieuseსუზან სიმონინი
1966„შექმნილია აშშ-ში“Made in USAჟან-ლუკ გოდარი
1966„ანა“Annaანა
1966„Zärtliche Haie“Zärtliche Haieელენა/კოსტა
1967„ყველაზე ძველი პროფესია“Le Plus Vieux Métier du mondeნატაშა/ელეანორ რომეოვიჩი, დიასახლისი 703
1967„ლამიელი“Lamielლამიელი
1967„უცხო“Lo stranieroმარი კარდონა
1968„ჯადოქარი“The Magusანე
1968„სანამ ზამთარი მოვა“Before Winter Comesმარია
1968„სიცილი ბნელში“Laughter in the Darkმარგო
1969„Justine“Justineმელისა
1970„სიკვდილის დრო“Le Temps de mourirუსახელო ქალი
1970„საქორწინო ბეჭედი“L'Allianceჯეანი
1971„კარლოსი“Carlosკლარა
1972„ზალცბურგის კავშირი“The Salzburg Connectionანა ბრაიანტი
1973„ერთად ცხოვრება“Vivre ensembleჯული ანდერსონი
1974„პური და შოკოლადი“Pane e cioccolataელენა
1976„ერბოკვერცხი“Les Œufs brouillésკლარა დუტილეუ
1976„ჩინური რულეტი“Chinesisches Rouletteინერ კარტისი
1978„როგორც სახლში“Olyan mint otthonანა
1979„დედის ისტორია“ Historien om en moderკრისტინ ოლსენი
1980„შარლოტა, უთხარი დედაშენს, რომ მიყვარს“Charlotte, Tell Your Mother that I Love Herსტეფანი
1983„ვინსენტის მეგობარი“Vincent's Friendელეანორი
1985„განძის კუნძული“L'île au trésorდედა
1987„ბოლო სიმღერა“Last Songსუზანი
1990„კაცი, რომელსაც დამნაშავედ ყოფნა უნდოდა“The Man Who Wanted to Be Guiltyედიტი
1996„ქლოი“Chloéკატია
2002„სიმართლე ჩარლის შესახებ“The Truth About Charlieკარინა
2003„მე, სეზარი“I, Cesarგლორია
2008„ვიქტორია“Victoriaვიქტორია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]