Stick Run

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Stick Run
დეველოპერ(ებ)ი მანუელ ოტო
პლატფორმ(ებ)ი Facebook, Android
გამოსვლის თარიღი
  • Facebook:
  • აგვისტო, 2010[1]
  • Android:
  • 13 სექტემბერი, 2013
ჟანრ(ებ)ი პლატფორმერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
ვერსია
  • Facebook: 2.4.9
  • Android: 1.1.8

Stick Run — პოპულარული ვიდეო თამაში Facebook-ის, Android და iOS პლატფორმებზე.

Stick Run შეიქმნა 2010 წელს გერმანელი პროგრამისტის მანუელ ოტოს მიერ. Facebook-ის პლატფორმაზე განთავსების შემდეგ, თამაში მალევე გახდა პოპულარული. 2013 წელს თამაშმა გადააჭარბა 43 მილიონ მოთამაშეს.[2]

გეიმპლეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთამაშეებს შეუძლიათ ითამაშონ როგორც ერთმოთამაშიან რეჟიმში, ასევე მრავალმოთამაშიან რეჟიმში. თამაშის პერსონაჟები არიან „Stick-man“-ები, რომლებიც მირბიან და უნდა გადალახონ წინააღმდეგობები. მოთამაშეების მიზანია გადარჩნენ რაც შეიძლება დიდი დროის მანძილზე და დააგროვონ გამოცდილების ქულები (ინგლ. experience points) და თამაშში არსებული ვირტუალური ვალუტა (ინგლ. coins. მოთამაშეებს შეუძლიათ იყიდონ სხვადასხვა აქსესუარები ვირტუალური ვალუტით და შეცვალონ თავიანთი მოთამაშის გარეგნობა.

ონლაინ-ბაზარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშს აქვს ონლაინ ბაზარი, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ შეიკრიბონ, ილაპარაკონ და გაცვალონ თავიანთი ნივთები სხვა ნივთებში ან ვირტუალურ ვალუტაში.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stick Run - Release_Facebook [1]
  2. (გერმანულად) Mit "Stick run" zum Jungunternehmer
  3. Stick Run-ის შესახებ - Facebook-ის გვერდი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Stick_Run&oldid=3446706“-დან