გიორგი ქურხული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ქურხული
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 ივნისი 1889
გარდ. თარიღი 1958
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა
  • მომღერალი
  • რეჟისორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ჯილდოები საქართველოს დამსახურებული არტისტი (1941)

გიორგი ქურხული (დ. 3 ივნისი 1889, თბილისი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1958, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი საოპერო მომღერალი. ბარიტონი. 1910–1914 წლებში თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგ ე. რიადნოვთან სწავლობდა. გამოდიოდა ზუბალაშვილების სახლში და საოპერო სპექტაკლებში მონაწილეობდა. ასრულებდა სილვიოს რ. ლეონკავალოს „ჯამბაზებში“, ჯ. ვერდის „ტრავიატაში“ და ასევე საპასუხისმგებლო მეორეხარისხოვან პარტიებს. 1917 წლიდან თბილისი ოპერის თეატრის სოლისტი გახდა. 1919 წლის 5 თებერვალს დ. არაყიშვილის ოპერაში „თქმულება შოთა რუსთაველზე“ კარისკაცის პარტიას მღეროდა, 1919 წლის 21 თებერვალს ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერაში აბიო მეფისროლს ასრულებდა, ვ. დოლიძის „ქეთო და კოტეს“ პირველი წარმოდგენისას საქოს პარტიას მღეროდა. გასაბჭოების შემდეგ ზ. ფალიაშვილის „დაისში“ ცანგალას პარტია შეასრულა. ქართულ ოპერებთან ერთად მის რეპერტუარში უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებიც შედიოდა: მონტანო, დანკარიო, კარდიაგა და სხვა. 1933–1936 წლებში თბილისის ოპერის თეატრის რეჟისორი იყო, 1953–1958 წლებში კი ამავე თეატრის სარეჟისორო სამმართველოს უფროსი. მისი დადგმულია: ფ. ჰალევის „ებრაელი ქალი“ („რახილი“), ჯ. მეიერბერის „ჰუგენოტები“, ა. რუბინშტეინის „დემონი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეჟავა. ზ, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 462, თბ., 2018 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]