ვიქტორ დოლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დოლიძე, ვიქტორ)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიქტორ დოლიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ვიქტორ დოლიძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 ივლისი 1890
დაბ. ადგილი ოზურგეთი
წარმოშობა ოზურგეთი
გარდ. თარიღი 24 მაისი 1933
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1917-1933
ვიქტორ დოლიძე ვიკისაწყობში

ვიქტორ ისიდორეს ძე დოლიძე (დ. 30 ივლისი, 1890 — გ. 24 მაისი, 1933) — ქართველი კომპოზიტორი და პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორ ისიდორეს ძე დოლიძე დაიბადა ქ. ოზურგეთში 1890 წლის 18 ივნისს ღარიბი გლეხის ოჯახში. ის ბავშვობიდან იპყრობდა ყურადღებას შესანიშნავი სმენით, მეხსიერებითა და იიმპროვიზაციული ნიჭით. მამამისი კარგად მღეროდა და უკრავდა გარმონზე. მიუხედავად ამისა სერიოზულად არ ეკიდებოდა ვაჟის მუსიკალურ აღზრდას.

1902 წელს დოლიძეების ოჯახი თბილისში გადასახლდა, სადაც ვიქტორი შეიყვანეს კომერციულ სასწავლებელში. პარალელურად იგი მანდოლინაზე დაკვრას სწავლობდა. მოკლე ხანში ისე დაეუფლა ამ საკრავს, რომ სასწავლებლის მოწაფეებისგან შეადგინა მანდოლინისა და გიტარის დამკვრელთა თვითმოქმედი წრე, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. 1910 წელს გამართლ კონკურსში მანდოლინაზე დამკვრელთა შორის დაიკავა პირველი ადგილი. 1912 წელს 22 წლის დოლიძე კიევში ჩავიდა და კომერციულ ინსტიტუტში განაგრძო მეცადინეობა. აქ მას გაუძლიერდა ინტერესი მუსიკისადმი და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი მოწოდება მუსიკა იყო. პარალელურად სწავლობდა კიევის სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასში. ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა ცნობილ პედაგოგ ერდენკოსთან. იქვე მოისმინა მუსიკის თეორიული დისციპლინების კურსი. ხუთი წელი, რომელიც მან კიევში გადატარა მეტად სასარგებო აღმოჩნდა მისი მუსიკალური განვითარებისთვის. ინსტიტუტი დაასრულა 1917 წელს.

1917 წელს სამშობლოში დაბრუნდა და შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. კიევიდან დაბრუნებისთანავე მას დაებადა სურვილი დაეწერა ოპერა, რისთვისაც აირჩია ავქსენტი ცაგარელის ცნობილი პიესა „ხანუმა“. ერთი წლის მუშაობის შემდეგ მან შექმნა პირველი ქართული კომიკური ოპერა — „ქეთო და კოტე“. ოპერის პრემიერა შედგა 1919 წლის 11 დეკემბერს. ნაწარმოებმა კომპოზიტორს დიდი აღიარება მოუტანა. 1926 წელს სწავლობდა ოსურ მუსიკალურ ფოლკლორს. მან 200-მდე ოსური სიმღერა ჩაიწერა.

დოლიძის ოპერებია „ლეილა“ (ცაგარელის პიესის, „ლეკის ქალი გულჯავარის“ მიხედვით, 1922), „ცისანა“ (ერთაწმინდელის მიხედვით, 1929), „ზამირა“ (ოსურ ხალხურ თემებზე, დაუმთავრებელი, 1931). 1925 წელს დოლიძემ შექმნა სიმფონიური ფანტაზია „ივერიადა“, ხოლო 1932 წელს სიმფონია „აზერბაიჯანი“ და საფორტეპიანო კონცერტი. ავტორია რამდენიმე რომანსისა. ოპერა „ლეილაში“ მთავარ გმირად ერეკლე II იყო გამოყვანილი, რის გამოც ის „მონარქიული სენტიმენტების“ გაძლიერებად ჩაითვალა და რეპერტუარიდან მოიხსნა.[1]

ვიქტორ დოლიძე გარდაიცვალა 1933 წლის 20 მაისს. გარდაიცვალა პარატახტიანი ტიფით.[1] დაკრძალეს 24 მაისს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტორაძე., გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 610, თბ., 1978 წელი.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 125, თბ., 1994
  • ჩხიკვაძე გ. „საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები“, თბილისი, 1956

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 თალაკვაძე, ნ. (2013). „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“. თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გვ. 798. ISBN 978-99940-28-77-1.