შინაარსზე გადასვლა

გიორგი ფურცელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი მიხეილის ძე ფურცელაძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1866 და 29 ოქტომბერი, 1867
გარდაცვალების თარიღი 31 აგვისტო, 1924
გარდაცვალების ადგილი ბათუმი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
წოდება გენერალ-მაიორი
მეთაურობდა Q4323205?
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის ომი
პირველი მსოფლიო ომი
წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში
ჯილდოები წმინდა გიორგის ოქროს იარაღი

გიორგი მიხეილის ძე ფურცელაძე (დ. 1 იანვარი, 1866 — გ. 31 აგვისტო, 1924) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1916); გენერალ მიხეილ ფურცელაძის შვილი. სამხედროები იყვნენ ასევე მისი ძმები: ალექსანდრე, ოთარი, ირაკლი, ერასტი და სოლომონი.

განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. 1866 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. პირველი წოდება (პოდპორუჩიკი) მიიღო 1888 წელს. 1901 წელს დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია და მიენიჭა კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905). 1911 წელს გახდა პოლკოვნიკი. პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა შირვანის 84-ე ქვეით პოლკს. 1916 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის დროს იყო ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი. 1924 წლის აჯანყების მომზადების პერიოდში მეთაურობდა „სამხედრო ცენტრის“ ბათუმის ნაწილს. დააპატიმრეს და დახვრიტეს საბჭოთა უშიშროების აგენტებმა. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს აგვისტოს მოვლენების 23 მონაწილე: ფურცელაძის სიძე კაპიტანი ვლადიმერ ახვლედიანი, ასევე პოლკოვნიკი დავით დადიანი, გიგა ჩიქოვანი, აკაკი რამიშვილი, დიომიდე გეგიაძე, აპოლონ ფანცულაია, აღათი გორდელაძე, ანტონ იმნაძე, ალექსანდრე ზოიძე, კალენიკე მალაზონია, ალფეზ ხომერიკი, ისიდორე ზოიძე, კირასი მკურნალიძე, ვლადიმერ ზაპერტოვი, ნიკოლოზ მუჯირი, ლავრენტი ქადეიშვილი, მიხეილ თაყაიშვილი, ვიქტორ ხომერიკი, სოფრომ ქინქლაძე, მიხეილ საბაშვილი, ვასილ ჩიტაიშვილი და ავთომოზ ჩიქოვანი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]