შინაარსზე გადასვლა

გიორგი ტუშინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ტუშინსკი
დაბ. თარიღი 26 აგვისტო, 1909(1909-08-26)
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი 9 ნოემბერი, 1979(1979-11-09) (70 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ვედენსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი, გლაციოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი[1]
მუშაობის ადგილი მსუ გეოგრაფიული ფაკულტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები მიხეილ ლომონოსოვის პრემია, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შრომითი მამაცობის მედალი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, მედალი „სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის დაცვაში წარჩინებისათვის“, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი და Excellence in Public Education of the RSFSR

გიორგი ტუშინსკი (რუს. Тушинский, Георгий Казимирович; დ. 26 აგვისტო, 1909 — გ. 9 ნოემბერი, 1979) — რუსი გეოგრაფი. ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტი. მოღვაწეობდა უმეტესად გლაციოლოგიის დარგში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1971). პროფესორი (1949).[2]

გიორგი ტუშინსკი დაიბადა მოსამსახურის ოჯახში. 1934-1939 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა პედოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო გეომორფოლოგიის სპეციალობის ხარისხი. 1949 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. მასზე დიდი გავლენა მოახდინეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: ივანე შჩუკინმა, ნიკოლოზ ბარანსკიმ, განსაკუთრებით კი ალექსანდრე ბორზოვმა. 1930-იან წლებში იყო ალპინიზმისა და სამთო-ტურიზმის პოპულარიზატორი. დიდი სამამულო ომის დროს ასრულებდა მნიშვნელოვან სახელმწიფო დავალებებს. 1942 წლის აგვისტოში სახელმწიფო ბრძანების საფუძველზე მწვერვალ იალბუზიდან ასრულებდა ფაშისტური გერმანიის დროშების მოხსნას.[3]

1942 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „თებერდის ნაკრძალის გეომორფოლოგიური პირობები“. 1948 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. რუსეთში საფუძველი ჩაუყარა ზვავთმცოდნეობას. ტუშინსკის ძირითადი შრომები ეძღვნება საინჟინრო გლაციოლოგიის, ზვავსაშიშროებისა და სამთო-დაცვით საკითხებს. 1947 წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის პედაგოგი. 1949 წელს ტუშინსკიმ გამოაქვეყნა კაპიტალური ნაშრომი სახელწოდებით: „ზვავი, წარმოქმნა და მათგან თავდაცვა“, სადაც მოცემულია ზვავის წარმოქმნის პირობები და აგრეთვე შეჯამებულია კვლევის ისტორია.[4] 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლარული ქვეყნების გეოგრაფიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1966 წლიდან ეწოდებოდა კრიოლითოლოგიისა და გლაციოლოგიის ფაკულტეტი.[3]

მოსკოვის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს თემებზე: „ზოგადი და რეგიონული გლაციოლოგია“, „თოვლისა და ყინულის სტრუქტურა“, „ზვავთმცოდნეობა“, „სელი“, „საინჟინრო გლაციოლოგია“, „აერომეთოდები გლაციოლოგიაში“, „ლანდშაფტების გეოფიზიკა“, „გეოგრაფიული კვლევების ტექნიკური უსაფრთხოება“.[3] ლომონოსოვის პრემიის ლაურეატი (1971).

  • Лавины. Возникновение и защита от них. М., 1949;
  • Ледники, снежники, лавины Советского Союза. М., 1963;
  • Космос и ритмы природы Земли. М., 1966;
  • Оледенение Эльбруса. М.1968;
  • Инженерная гляциология. М., 1971.
  • Материалы гляциологических исследований. № 36. М.,1979.
  • Гляциологический словарь. Л., Гидрометеоиздат, 1984.