ივანე შჩუკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივანე შჩუკინი
Щукин Иван Семёнович.jpg
დაბ. თარიღი 28 აპრილი (10 მაისი) 1885 ან 28 აპრილი 1885(1885-04-28)
დაბ. ადგილი მოსკოვი[1]
გარდ. თარიღი 11 ოქტომბერი 1985(1985-10-11) (100 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ფიზიკური გეოგრაფია
მუშაობის ადგილი MSU Faculty of Geography
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Bondarev Lev
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი და გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი და რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
ხელმოწერა ЩукинИ-подпись.png

ივანე სემიონის ძე შჩუკინი (რუს. Щукин, Иван Семёнович; დ. 10 მაისი [ძვ. სტ. 28 აპრილი], 1885 მოსკოვი — გ. 11 ოქტომბერი, 1985, იქვე) — რუსი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1935). მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი (1935 წლიდან). რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1957). ფიზიკური გეოგრაფიის ცნობილი სპეციალისტი.

1911 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1918 წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის დოცენტი. ივანე შჩუკინი საბჭოთა გეომორფოლოგიური სკოლის ერთ-ერთი შემქმნელია. 1944 წელს ჩამოაყალიბა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიული ფაკულტეტის გეომორფოლოგიური კათედრა (გამგე 1944–1960).

შჩუკინის მრავალწლიანი სამეცნიერო ექსპედიციები კავკასიასა და შუა აზიაში საფუძვლად დაედო მის შრომებს ზოგად და რეგიონულ გეომორფოლოგიასა და ფიზიკურ გეოგრაფიაში.

შეადგინა ფიზიკური გეოგრაფიის ტერმინოლოგიის „ოთხენოვანი ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (1980). მნიშვნელოვანია ასევე მისი შრომები (ტომებში) გეომორფოლოგიის კარდინალურ საკითხებზე.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით. ივანე შჩუკინის სახელი დაერქვა ჰისარ-ალაის 2 მწვერვალს, ყურეს კუნძულ ურუპთან, მთებს აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, მყინვარს ჯუნღარის ალათაუზე.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Очерки геоморфологии Кавказа, ч. 1, М., 1926;
  • Общая геоморфология, т. 1‒3, М., 1960‒74;
  • Общая морфология суши, т. 1‒2, М.‒ Л., 1934‒38;
  • Очерки физической географии Средней Азии, ч. 1, М., 1956.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]