შინაარსზე გადასვლა

გიორგი სვანიძე (ბიზნესმენი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სვანიძე.
გიორგი სვანიძე
დაბადების თარიღი 7 აპრილი, 1971 (1971-04-07) (53 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქმიანობა ბიზნესმენი
შვილ(ებ)ი 3
საიტი georgesvanidze.ge

გიორგი სვანიძე (დ. 7 აპრილი, 1971, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი და მეწარმე. დიასპორული ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი, ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს ზეთისხილის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე და ნიდერლანდების ქართული დიასპორის თავმჯდომარე. 2023 წლიდან ინდონეზიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი სვანიძე დაიბადა 1971 წლის 7 აპრილს, თბილისში, საქართველო. 1993 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობისა და კონსტრუქციის ინჟინერიის ფაკულტეტი. 1998 წელს ნოდერლანდების დენტიონის კოლეჯი. 2003 წელს კი ჩიკაგოში (აშშ) მდებარე ბერლიცის კოლეჯის ბიზნესკომუნიკაციების ფაკულტეტი.[2]

გიორგი სვანიძე იყო პირველი, ვინც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა და 2019-2021 წელს საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა, იგი არის საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს, საქართველო-ინდონეზიის ბიზნეს ასოციაციისა და საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი. 2019 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველი და სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრი.[1]

გიორგი სვანიძე აქტიური ფილანთროპია. ააგო და აღადგინა რამდენიმე ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი. ააშენა საცხოვრებელი კომპლექსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.[2]

საუბრობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ნიდერლანდურ ენებზე.[2]

დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.[2]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოქროს ფრთა (2007)
  • დიასპორის სამინისტროს საპატიო მედალი (2015)
  • საუკეთესო ინვესტორი (ჯორჯიან თაიმსი, 2018)
  • საუკეთესო ბიზნესმენი (ჯორჯიან თაიმსი, 2019)
  • საუკეთესო ინვესტორი ზეთისხილის სექტორში (ბიზნეს თაიმსი, 2019)
  • ოქროსმედალი და პრიზი (პროდექსპო, 2019)[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]