გიორგი ბოლქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ბოლქვაძე
დაბ. თარიღი 1835
ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1921
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქმიანობა მეწარმე

გიორგი ბოლქვაძე (დ. 1835, ქუთაისი — გ. 1921) — ქართველი მეწარმე, პარიზის ეროვნული აკადემიის, ბრიუსელის მეცნიერებისა და ინდუსტრიული ხელოვნებების მსოფლიო აკადემიის და პარიზის სამიწათმოქმედო აკადემიის წევრი. მიღებული აქვს 100–ზე მეტი ჯილდო და 49 ოქროსა და ვერცხლის მედალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ბოლქვაძე დაიბადა 1835 წელს ქუთაისში. სწავლობდა სტამბოლში, საფრანგეთსა და გერმანიაში. 1853 წელს ათენში დაამთავრა სამიწათმოქმედო აკადემია. 1860 წელს, ქუთაისში გახსნა ამიერკავკასიაში პირველი ლიქიორ–არყის ქარხანა. ნედლეული, რისგანაც მაგარი სასმელები მზადდებოდა, ქართული იყო. ქარხანაში მზადდებოდა ქართული კონიაკი, ლიქიორი, რომი, სამკურნალო და მწარე არაყი. სავაჭრო ნიშანი – არწივი – ფირმას „ბოლქვაძე და Ko“ 1873 წლიდან გააჩნდა, ხოლო ბოლქვაძის გვარისა და სახელის რუსულენოვანი მონოგრამა „ГБК“ – 1865 წლიდან. მის მიერ შექმნილ სასმელებს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო. დიდი პოპულარობით სარგებლობდა არაყი „ქინაქინა“. საფირმო და სავაჭრო ნიშნების გარდა, მას რუსულ და ფრანგულ ენებზე დარეგისტრირებული ჰქონდა საექსპორტო ეტიკეტები, სარეკლამო ფირნიშები, სავიზიტო და სატიტულო ფურცლები, რომლებზეც გამოსახული იყო ლომისა და ცხენის ფიგურები და რუსეთის იმპერიის გვირგვინები. იგი იყო XIX საუკუნეში სამეცნიერო კონგრესისა და „საერთაშორისო ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებათა“ ამპელოგრაფიისა და მეღვინეობის კონკურსების მონაწილე. დაჯილდოებულია მრავალი ქვეყნის ორდენით.

გიორგი ბოლქვაძე გარდაიცვალა 1921 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]