შინაარსზე გადასვლა

გიორგი ბერიძე (ჰობოი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ბერიძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1939
დაბ. ადგილი ოზურგეთი
გარდ. თარიღი 21 ნოემბერი, 2020 (81 წლის)
ინსტრუმენტ(ებ)ი ჰობოი

გიორგი ბერიძე (დ. 12 მაისი, 1939, ოზურგეთი — გ. 21 ნოემბერი, 2020) — ქართველი მუსიკოსი, პედაგოგი.

1963 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ჰობოი).

პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის „ნიჭიერთა ათწლედში“, რომელიც დაამთავრა 1958 წელს (ჰობოი), ამავე წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ჰობოისტი, კონცერტმაისტერი. 1975 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1992 წლიდან — პროფესორი, 1990-2014 წლებში იყო ჩასაბერ საკრავთა კათედრის გამგე, 2006 წლიდან — ასოცირებული პროფესორი. თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან. მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი მუშაობისას ქართველ კომპოზიტორთა ყველა ნაწარმოების, აგრეთვე სხვა რეპერტუარის შესრულებაში. გასტროლებით მოგზაურობდა: სსრკ, ავსტრია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, შვეიცარია, ჩეხეთი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან, საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად. ჰყავდა ლაურეტი მოწაფეები: გ. ქობულაშვილი, დ. ჭუმბურიძე, გ. გვანცელაძე, ქ. ტიღაშვილი, ნ. მაჭავარიანი.

გიორგი ბერიძე გარდაიცვალა კორონავირუსით.[1]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]