შინაარსზე გადასვლა

გიორგი ბადრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ბადრიშვილი
დაბ. თარიღი 15 აგვისტო, 1906(1906-08-15)[1]
დაბ. ადგილი ფცა (ქარელის მუნიციპალიტეტი), რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 17 აპრილი, 1989(1989-04-17)[1] (82 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა აგრონომი და ბიოლოგი[1]
ალმა-მატერი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გიორგი მიხეილის ძე ბადრიშვილი (დ. 15 აგვისტო [ ძვ. სტ. 2 აგვისტო], 1906, სოფ. ფცა, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი ― გ. 17 აპრილი, 1989, თბილისი ) — ქართველი აგრონომ-მემცენარე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

1930 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1950-1974 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერების, პროპაგანდისა და სასოფლო-სამეურნეო განათლების მთავარი სამმართველოს უფროსი. 1974-იდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის გამგე. 1987-იდან - ამავე კათედრის კონსულტანტი. ბადრიშვილმა შეისწავლა კარტოფილისა და ძირხვენების აგროტექნიკური საკითხები საქართველოს პირობებში. ბადრიშვილი იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ორი შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

  1. 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.