გიორგი ასანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ასანიძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი გიორგი ასანიძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 30 აგვისტო, 1975 (1975-08-30) (48 წლის)
დაბ. ადგილი საჩხერე
სიმაღლე 173
წონა 85 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველო
სპორტი ძალოსნობა
სახეობა ატაცი, აკვრა
მედლები
ძალოსნობა
დროშა: საქართველო საქართველო
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ათენი 2004 85 კგ
ბრინჯაო სიდნეი 2000 85 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო ანტალია 2001 85 კგ
ვერცხლი ვარშავა 2002 85 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო სოფია 2000 – 85 კგ
ოქრო ტრენჩინი 2001 – 85 კგ
ოქრო ანტალია 2002 – 85 კგ
ვერცხლი რიზა 1998 – 85 კგ

გიორგი ასანიძე (დ. 30 აგვისტო, 1975, საჩხერე) — ქართველი სპორტსმენი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელი, საქართველოს VI და VII მოწვევის პარლამენტის წევრი.[1] ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერი.[2]

ბიოგრაფია

გიორგი ასანიძე დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს სოფელ საჩხერეში. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2006-2007 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებელი ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. 2008-2012 წლებში — პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.[1]

2013 წელს გიორგი ასანიძე დაინიშნა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად.[3] პროფესიით არის მწვრთნელი–პედაგოგი და ეკონომისტი.

2017 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციამ გიორგი ასანიძე წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.[4]

2018 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო მწვრთნელად.

კარიერული მიღწევები

ასანიძემ მონაწილეობა მიიღო 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში 85 კგ წონით კატეგორიაში, სადაც მან მოიგო ბრინჯაოს მედალი. 2001 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (ანტალია). 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი.

ლიტერატურა

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. გვ. 24 — თბ., 1998-1999.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 გიორგი ასანიძე. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2018.
  2. გიორგი. ქართულის სპორტის სტატისტიკა. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2018.
  3. ძალოსნებმა ასანიძე დაამტკიცეს. „მსოფლიო სპორტი“ (13 მაისი 2013).
  4. 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ასანიძე. „მსოფლიო სპორტი“ (28 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: სექტემბერი, 2018.