გიორგი ადამია
იერსახე
გიორგი პორფილეს ძე ადამია (დ. 16 დეკემბერი [ძვ. სტ. 3 დეკემბერი], 1904, სოფ. მათხოჯი, ახლანდელი ხონის რაიონი ― გ. 7 დეკემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი თერაპევტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1959), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1970).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1930 წელს დაამთავრა თსუ სამკურნალო ფაკულტეტი. 1934–1941 წლებში მუშაობდა უწერისა და ჯავის სანატორიუმების მთავარ ექიმად. მივლინებული იყო დასავლეთ საქართველოში პელაგრის გავრცელებასთან დაკავშირებით, სადაც დაამუშავა და შემდგომში გამოაქვეყნა (1946) ამ დაავადების კლინიკისა და თერაპიის საკითხები. 1960-იდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიის კათედრის გამგეა. ადამია იკვლევდა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 79.