გიზო ნიშნიანიძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიზო ნიშნიანიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი სოლოლაკი
წინა სახელები კოჯრის გზა, კოჯრის ქუჩა

გიზო ნიშნიანიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი); ლადო ასათიანის ქუჩიდან ამაღლების გასასვლელამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. გზა მიემართებოდა კოჯრისაკენ და სათავეს იღებდა თბილისში კოჯრის კართან. XIX საუკუნის 40-იან წლებში გზის საწყის მონაკვეთს ახლანდელი ლადო ასათიანის ქუჩამდე ეწოდა ალექსი ველიამინოვის სახელი (ახლანდელი შალვა დანიას ქუჩა), ქუჩის შუა ნაწილს — ბაღის ქუჩა (ახლანდელი ლადო ასათიანის ქუჩა), ხოლო ბოლო მონაკვეთს შერჩა გავრცელებული სახელწოდება — კოჯრის გზა. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კოჯრის ქუჩა. ქუჩაზე შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები. 2015 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა გიზო ნიშნიანიძის სახელი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯრის ქუჩისთვის მწერალი გიზო ნიშნიანიძის სახელის მინიჭების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (30 ოქტომბერი, 2015). ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი, 2019.