გიზო ნიშნიანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიზო ნიშნიანიძე
Nishnianidze Gizo.jpg
დაბ. თარიღი 1928
დაბ. ადგილი თბილისი, ასფსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 19 სექტემბერი 2011(2011-09-19)
გარდ. ადგილი საჩხერე, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და პოეტი
ენა ქართული ენა
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
Magnum opus პაემანი ვერაზე
ჯილდოები თბილისის საპატიო მოქალაქეები

გიზო ნიშნიანიძე (დ. 1928, თბილისი — გ. 19 სექტემბერი[1], 2011, საჩხერე) — ქართველი მწერალი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისში, ვერის უბანში, ზემელზე. 1963 წელს დაწერა ფილმის „ომარ ჯოხაძე“ სცენარი.[2]. პროფესიით ჟურნალისტმა ლექსების წერა 53 წლის ასაკში დაიწყო.[3] 1980-იან წლებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დადგა სპექტაკლი, დოკუმენტური პოემა „პაემანი ვერაზე“, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. 2010 წელს მან სპექტაკლი აღადგინა. მასვე ეკუთვნის ქართული კონიაკის ფუძემდებლის, დავით სარაჯიშვილის შესახებ შედგენილი ბიოგრაფიული კრებული.

2003 წელს გიზო ნიშნიანიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ნიშნიანიძე საჩხერეში სტუმრად ყოფნისას საკუთარი ლექსის წარმოთქმისას მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]