გივი ფავლენიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი ფავლენიშვილი (დ. 20 მაისი, 1931, თბილისი) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი.

1954 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი.

1951-1961 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე. 1961-1976 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში. 1976-1981 წლებში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი მექანიკისა და გამოთვლითი მათემატიკის განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1981-1984 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტი, ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, რკინაბეტონის კონსტრუქციების ექსპერიმენტულ-თეორიული გამოკვლევების შედეგთა ამსახველი.არის 20-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. შედგენილი ჰქონდა თეორიული მექანიკისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოები. 1951-1961 წლებში იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის წევრი.

რესურდები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]