გია ჭუმბურიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გია ჭუმბურიძე
დაბადების თარიღი 7 მარტი, 1951 (1951-03-07) (73 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა მთარგმნელი

გია ჭუმბურიძე (დ. 7 მარტი, 1951) — ქართველი მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1951 წლის 7 მარტს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

იყო მხატვრული თარგმანისა და ლეტერატურული ურთიერთობათა კოლეგიის უფროსი რედაქტორი 1975–1990 წლებში. საქართველოს მთარგმნელთა ასოციაციის რედაქტორ-კონსულტანტი 1990–1992 წლებში. იყო CIPDD-ის გამოცემების მთავარი რედაქტორი 1993–1996 წლებში. 2001–2003 წლებში ალმანახ CaucaSUS-ის ქართულ-ამერიკული პროექტის გამოცემის რედაქტორი. 1995–2006 წლებში იყო ინგლისურენოვანი ჟურნალ Georgian Profile-ის მთავარი რედაქტორი. არის დამოუკიდებელი რედაქტორი.

ნათარგმნი წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არის ავტორი მოთხრობების, სტატიების, ესეების თარგმანებისა, მათ შორის: დენიელ კიზი, ფრანსის ბეკონი, იუკიო მისიმა, პოლ ჯონსონი, ზბიგნეე ბჟეზინსკი, ჯონ მილტონი, სალმან რუშდი, „მასონური სიტყვის კონა — მცირე ლექსიკონი“ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 571, თბ., 2006.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]