გვერდისძირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვერდისძირიშიდა ქართლის ორი ისტორიული თემის სახელწოდება XV–XIX საუკუნეებში.

გვერდისძირი (ქსნისა)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობდა მდ. მტკვრის ჩრდილოეთით და მოიცავდა 14 სოფელს აძვიდან სნეკვამდე. შედიოდა ქსნის საერისთავოში, მისი გაუქმების შემდეგ (1775) ქსნის ერისთავთა შთამომავლებს აქ მამულები შერჩათ. უმთავრესი ისტორიული ძეგლია XII საუკუნის იკორთის ტაძარი.

გვედისძირი (საციციანოსი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობდა მდ. მტკვრის სამხრეთით, გაღმამხარში და მოიცავდა 19 სოფელს ყელეთიდან დამჩხერლომდე. შედიოდა საციციანოში. უმთავრესი ისტორიული ძეგლია VII საუკუნის წრომის ტაძარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983.
  • გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.