სნეკვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სნეკვიIX-X საუკუნის დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის ეკლესია, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე, ყოფილ სოფელ სნეკვის (ცხინვალის რაიონი) განაპირას.

ფეოდალურ ხანაში სოფელი სნეკვი შედიოდა ქსნის საერისთავოს გვერდისძირის თემის შემადგენლობაში. 1921 წელს სოფელი სნეკვი შედიოდა გორის მაზრის ტყვიავის რაიონის მერეთის თემში.

ეკლესია ნაშენია ყორით, შირიმისა და წითელი ქვით. გეგმით სწორკუთხა ნაგებობას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. დასავლეთის კედელში, შესასვლელის ორივე მხარეს, თითო მაღალი ნიშია. კამარის საბჯენი თაღები პილასტრებზეა დაყრდნობილი. სამხრეთის კარის თავზე ჩაღრმავებული ტიმპანია, ხოლო აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, — ბოლოებგაშლილი ჯვრის რელიეფური გამოსახულება. ყოფილ სოფლის ტერიტორიაზე არის აგრეთვე შუა საუკუნეების ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]