მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვაჯა [ 1] (ლათ. Brachyramphus ) — ზღვის ფრინველთა გვარი მეჭვავიასნართა რიგის ალკასებრთა ოჯახისა . მათი სხეულის სიგრძეა 24–29 სმ . ცნობილია 3[ 2] (ადრე 2) სახეობა: ჭრელი გვაჯა (В. marmoratlis), ბუდობს ოხოტის ზღვის , კამჩატკისა და ჩრდილო-დასავლეთ ჩრდილოეთი ამერიკის სანაპიროების მთის ტყეებში; რუხი გვაჯა (В. brevirostris), ბუდობს ოხოტის ზღვის, ჩუკოტკის ნახევარკუნძულის , ვრანგელის კუნძულისა და ჩრდილო-დასავლეთ ჩრდილოეთი ამერიკის სანაპიროების მთებში; აზიური ჭრელი გვაჯა (B. perdix), რომელიც ადრე ჭრელი გვაჯის ქვესახეობად განიხილებოდა.[ 3] ბუდობენ მარტოხელა წყვილებად. დედალი დებს 1 ჭრელ კვერცხს. ბარტყები, როგორც ჩანს, ზღვამდე მთის ნიაღვრებში ცურვით აღწევენ. გვაჯები იკვებებიან ზღვაში, სანაპირო წყლებში კიბოსნაირებით , მოლუსკებით , პატარა თევზებით . ზამთარში მომთაბარეობენ ღიაწყლიან რაიონებში.[ 4]
↑ კუტუბიძე მ. , ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია , : „მეცნიერება“, 1973. — გვ. 69, 109, 189.
↑ Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 93. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0 .
↑ 3.0 3.1 3.2 3.3 ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია , გვ. 69, 109.
↑ Пыжики // Большая советская энциклопедия . — 3-е изд., т. 20 — , 1975.