გეოტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დედამიწის გეოტექტურები

გეოტექტურა, მორფოტექტურა (ბერძ. gē — მიწა და tectura — საფარი) — საბჭოთა გეოგრაფიული ტერმინი დედამიწის რელიეფის ყველაზე მსხვილი ფორმების — კონტინენტებისა და ოკეანური ღრმულების აღსანიშნავად. რელიეფის გეოტექტურული ელემენტები განპირობებულია ზოგადპლანეტარული მასშტაბის ძალებთან, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია (გეოლოგიურ და გეოგრაფიულ) პროცესებთან, რომლებიც თავის მხრივ, მონაწილეობას იღებენ დედამიწის ქერქის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში.[1]

გამოიყოფა გეოტექტურის ოთხი ძირითადი ტიპი: კონტინენტური, ოკეანური, გარდამავალი ზონის და შუაოკეანური ქედები. დედამიწის ეს ფორმები პირველი, მეორე და მესამე თანრიგისაა. გეოტექტურა იყოფა ასევე უფრო წვრილ ერთეულებად: მორფოსტრუქტურებად და მორფოსკულპტურებად. ცნება გამოხატავს დედამიწის გლობალურ არქიტექტურას.[1]

ტერმინი გეოტექტურა შემოგვთავაზა საბჭოთა გეოგრაფმა ინოკენტი გერასიმოვმა 1946 წელს.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]