მორფოსკულპტურა
იერსახე
მორფოსკულპტურა (ბერძ. morphē — ფორმა და ლათ. sculptura — გამოქანდაკება) — საბჭოთა გეოგრაფიული ტერმინი რელიეფის მცირე ფორმების აღსანიშნავად, რომელთა ჩამოყალიბება ძირითადად დაკავშირებულია ეგზოგენურ პროცესებთან. მორფოსკულპტურებს მიეკუთვნება მდინარეული ხეობები, მყინვარული, კარსტული, ეოლური და რელიეფის სხვა ფორმები. მჭიდროდ არის დაკავშირებული გეოლოგიურ სტრუქტურებთან და დედამიწის ზედაპირის პროცესებთან. ეგზოგენური პროცესები გამოიმუშავებენ მსხვილი რელიეფის ფორმების სკულპტურულ დეტალებს. რელიეფის სპეციფიკური ფორმები — მორფოსკულპტურები ქმნინ გეომორფოლოგიური ლანდშაფტის განსაკუთრებულ იერსახეს. ტერმინი გეოტექტურა შემოგვთავაზა საბჭოთა გეოგრაფმა ინოკენტი გერასიმოვმა 1946 წელს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 130.