გენადი იანაევი
გენადი იანაევი (რუს. Генна́дий Ива́нович Яна́ев; დ. 26 აგვისტო, 1937 — გ. 24 სექტემბერი, 2010[1]) — საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, სსრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი (1990 წლის 27 დეკემბერი — 1991 წლის 4 სექტემბერი), პოლიტბიუროს წევრი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი (1990-1991). 1991 წლის 19-21 აგვისტოს მოვლენების დროს იყო სსრკ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომიტეტის დე-ფაქტო ლიდერი. არის ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი[2] და გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი.
პოლიტიკური მოღვაწოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1968 წლიდან 1980 წლამდე იყო სსრკ-ს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კომიტეტის თავმჯდომარე.[3]
1980 წლიდან 1986 წლამდე იყო უცხოურ ქვეყნებთან მეგობრობის და კულტურულის კავშირის საბჭოთა საზოგადოების კავშირის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე.[3] იყო ჟურნალ „Вокруг света“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი.
იყო პროფკავშირთა სრულიად საბჭოთა კავშირის ცენტრალური საბჭოს მდივანი 1986-1989 წლებში , 1989 წლის სექტემბრიდან თავმჯდომარის მოადგლე, 1990 წლის აპრილ-ივლისში თავმჯდომარე. 1989-1990 წლებში იანაევი იყო სსრკ-ს სახალხო დეპუტატი,[3] ხოლო 1971-1980 წლებში რსფსრ-ს უზენაესი საბჭოს დეპუტატი.[3]
კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო განყოფილების კონსულტატის, ე. ბაჟანოვის მტკიცებით, იანაევს თანამშრომლები ერთმანეთს აძლევდნენ რჩევას, „გენასთან“ ყველა საქმე დილით მოეგვარებინათ; სადილის შემდეგ მასთან შესვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან ის უკვე „მზად იყო“.[4][5]
1990 წლის ივლისში აირჩიეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად.[3] 1990 წლის ივლისიდან 1991 წლის იანვრამდე იყო პოლიტბიუროსა და ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1990 წლის დეკემბრიდან 1991 წლის სექტემბრამდე იყო სსრკ-ს ვიცე პრეზიდენტი (თუმცა, თავდაპირველად, გორბაჩოვი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ედუარდ შევარდნაძეს განიხილავდა).[6] 1991 წლის მარტიდან სსრკ-ს დაშლამდე იყო სსრკ-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრი.[7]
1991 წლის 19-21 აგვისტოს დროს, გორბაჩოვის ავადმყოფობის მიზეზით, ასრულებდა სსრკ-ს პრეზიდენტის მოვალეობას[8] და იყო საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომიტეტის ერთ-ერთი ძირითადი წევრი. მიხეილ ლეონტევის ინფორმაციით, იანაევმა კრიუჩკოვს მოვლენებს დროს უთხრა: „გაიგე ჩემი ხასიათი, ერთი კაცი მაინც თუ დაიღუპა — ცხოვრებას ვერ შევძლებ“.
21 აგვისტოს სსრკ-ს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა, საკავშირო პარლამენტის ლიდერთა თავმჯდომარეობით, მიიღო დადგენილება, რომელშიც უკანონოდ აცხადებდა სსრკ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებიდან ჩამოშორებას და მისი უფლებამოსილებების ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტისთვის გადაცემა[9] და ამის გამო, მოითხოვა ვიცე-პრეზიდენტ იანაევისგან, გაუექმებინა საგანგებო მდგომარეობის საფუძვლით მიღებული ბრძანებების და დადგენილებების გაუქმება. იმავე დღეს იანაევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც „ГКЧП“ დაშლილად გამოცხადდა, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები — ბათილად.[10][11]
„ГКЧП“-ს მოღვაწოებაში მონაწილეობის გამო, მიეცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობს ქვეშ. 1991 წლის 22 აგვისტოს დააპატიმრეს და გადაიყვანეს იზოლატორ კაშინაში (კალინინის ოლქი). 26 აგვისტოს გადაიყვანეს „მატროსულ სიჩუმეში“, სადაც მან თითქმის წელიწადნახევარი გაატარა. სსრკ-ს სახალხო დეპუტატმა, რიგგარეშე 5 ყრილობის გადაწყვეტილებით, 1991 წელს გათავისუფლდა სსრკ-ს ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობებისგან,[12][13] მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს კონსტიტუციაში არ იყო დარეგულირებული ვიცე-პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა. ედავებოდნენ რსფსრ სისხლის სასამართლის 64-ე მუხლის „а“ თავის დარღვევას („სამშობლოს ღალატი“, „შეთქმულება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით“ და 175-ე მუხლის დარღვევას.[14] 1993 წლის 26 იანვარს გაათავისუფლეს პატიმრობიდან „ГКЧП“-ს სხვა წევრებთან (პავლოვი, კრიუჩკოვი, ტიზიაკოვი, ბალკანოვი, იაზოვი) ერთად.[15] 1994 წლის თებერვალში სისხლის სამართლის საქმე შეწყდა დუმას მიერ გამოცხადებული ამნისტიის შედეგად (დუმას ამნისტიაში აგრეთვე მოხდნენ რუსლან ხასბულატოვი, ალექსანდრე რუცკოი და სხვ.).[16]
1993 წლის 1 მაისს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, კოლეგა კრიუჩკოვთან ერთად მონაწილეობას იღებდა დემონსტრაციაში, რომელიც, საბოლოო ჯამში, პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.[17][18]
1996 წელს, იანაევის მაშინდელმა ცოლმა, მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მეუღლე პარტიული ჩინოვნიკის თანამდებობას ბოროტად არასოდეს არ იყენებდა:
![]() |
„გორბაჩოვმა გენასთან დაკავშირებით არასწორი გათვლა გააკეთა... გენა სხვანაირია, იგი პირად კეთილდღეობაზე არ ზრუნავს; განსხვავებით ჩვენი მეზობლისგან, შევარდნაძისგან, რომელმაც თბილისში გაფრენამდე მოსკოვის ბინის პრივატიზაცია მოასწრო[19]“
|
2001 წელს იანაევმა განმარტა, თუ რატომ დაეთანხმა ამნისტიას:
.
გარდაიცვალა 2010 წლის 24 სექტემბერს. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ. დაასაფლავეს ტროეკურსკის სასაფლაოზე, მოსკოვში. დაკრძალვაეს ესწრებოდნენ მოსკოვის ვიცე-მერ ლიუდმილა შევცოვა და რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარისპირველი მოადგილე ივანე მელნიკოვი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Геннадий Иванович Янаев: Биографическая справка. РИА Новости (2010-09-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-24. ციტირების თარიღი: 2013-08-19.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Умер Геннадий Янаев. Лента.Ру (2010-09-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-24. ციტირების თარიღი: 2013-08-19.
- ↑ Янаев, Геннадий Иванович. Проблемы развития прогрессивных тенденций в молодёжном движении стран развитого капитализма (конец 60-х — первая половина 70-х годов) : Автореф. дис. на соиск. учён. степ. канд. ист. наук : (07.00.04). — Москва, 1979. — 19 с.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Янаев Геннадий Иванович. Биография.ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-24. ციტირების თარიღი: 2013-08-19.
- ↑ Калиф Янаев
- ↑ Бажанов Е. П. Вознесённые на Олимп // Знамя. 2007. № 4.
- ↑ Постановление Съезда народных депутатов СССР от 27 декабря 1990 г. N 1877-I «О Вице-президенте СССР»
- ↑ Указ Президента СССР от 13 марта 1991 г. № УП-1615, согласие на назначение дано постановлением Верховного Совета СССР от 7 марта 1991 г. № 2010-I
- ↑ Указ вице-президента СССР от 18 августа 1991 года
- ↑ Заседание Президиума Верховного Совета СССР // ТАСС, 21 августа 1991 года
- ↑ Коробов П. Геннадий Янаев: Горбачёва никто не арестовывал Газета "Коммерсантъ" № 148 от 18.08.2001. С. 6
- ↑ 10-я годовщина событий августа 1991 года
- ↑ Постановление Съезда народных депутатов СССР от 4 сентября 1991 г. N 2390-I "Об освобождении Г. И. Янаева от обязанностей Вице-президента СССР
- ↑ Янаев Геннадий Иванович. Правители России и Советского Союза. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-24. ციტირების თარიღი: 2013-08-19.
- ↑ Ъ-Газета — Следствие/приговоры
- ↑ Ъ-Газета — Пресс-конференция по делу ГКЧП
- ↑ Постановление Государственной Думы Федерального Собрания Российской Федерации от 23 февраля 1994 г. № 65-1 ГД «Об объявлении политической и экономической амнистии»
- ↑ 1 МАЯ 1993 ч.1 Янаев на 2:35
- ↑ 1 МАЯ 1993 ч.7
- ↑ Интервью Розы Янаевой в «Новом Взгляде» (1996)