გარისის ბრძოლა
იერსახე
| გარისის ბრძოლა | |||
|---|---|---|---|
| სეფიანების საქართველოში შემოსევების ნაწილი | |||
| თარიღი | 1556 | ||
| მდებარეობა | გარისი, ქართლის სამეფო, ახლანდელი თეთრიწყარო | ||
| შედეგი | ქართლის სამეფოს პიროსული გამარჯვება | ||
| მხარეები | |||
|
| |||
| მეთაურები | |||
|
| |||
გარისის ბრძოლა 1556 — ბრძოლა ქართველებსა და ყიზილბაშ დამპყრობლებს შორის. ამასიის ზავით 1555 წელს, ირანმა და ოსმალეთმა საქართველო დაინაწილეს. ქართლის მეფე ლუარსაბ I არ ცნობდა ამ ზავს და ბრძოლას განაგრძობდა. მან გაათავისუფლა მთელი ქართლი. ირანის შაჰმა თამაზ I-მა ლუარსაბის წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა განჯის ბეგლარბეგს შაჰვერდი სულთანს, რომელიც 1556 წელს ქართლში შემოიჭრა. ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი ლუარსაბ I-ისა და მისი ვაჟის სიმონ I-ის მეთაურობით მტერს სოფ. გარისის მიდამოებში შეეგება. ლუარსაბ I-ის ხანდაზმულობის გამო ბრძოლას მისი შვილი სიმონი სარდლობდა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტრის ჭარბი ძალები. ერთ-ერთ შეტაკებაში ლუარსაბ I დაიღუპა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაჭარავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 6.