გარეტყის გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარეტყის გორა — არქეოლოგიური ძეგლიგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის სამხრეთით. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის დასაწყისს. 1988 წელს ნამოსახლარს მიაკვლია ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ.ფიცხელაური). დაზიანებულია სახნავი სამუშაოების შედეგად.

ძეგლი გამართულია მომცრო თავრბტყელ ბორცვზე, რომელსაც გარშემო ღრმა თავდაცვითი თხრილი შემოუყვება. ნამოსახლარზე აღმოჩნდა რიყის ქვის კედლის საფუძველი, თიხატკეპნილი იატაკის ნაშთი, ქვიშანარევი თიხის ლეგად გამომწვარი კონცენტრული ამოდარული ხაზები, შემკული ჭურჭლის ფრაგმენტები. მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]