გაოსიუნი
| დასახლებული პუნქტი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
გაოსიუნი შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-nan-hani" does not exist | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| შიდა დაყოფა | 鹽埕區, 鼓山區, 左營區, 楠梓區, 三民區, 新興區, 前金區, 苓雅區, 前鎮區, 旗津區, 小港區, 鳳山區, 林園區, 大寮區, 大樹區, 大社區, 仁武區, 鳥松區, 岡山區, 橋頭區, 燕巢區, 田寮區, 阿蓮區, 路竹區, 湖內區, 茄萣區, 永安區, 彌陀區, 梓官區, 旗山區, 美濃區, 六龜區, 甲仙區, 杉林區, 內門區, 茂林區, 桃源區 და 那瑪夏區 | ||||
| კოორდინატები | 22°36′54″ ჩ. გ. 120°17′51″ ა. გ. / 22.61500° ჩ. გ. 120.29750° ა. გ. | ||||
| მმართველი | Chen Chi-mai | ||||
| დაარსდა | 25 დეკემბერი, 2010 | ||||
| ფართობი | 2951.8524 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 9 მეტრი | ||||
| მოსახლეობა |
2 733 964 (2023), 2 721 500 (სექტემბერი, 2025)[1] | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
| სატელეფონო კოდი | 7 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 800 | ||||
| ოფიციალური საიტი | https://www.kcc.gov.tw | ||||
გაოსიუნი (ოფიციალურად ქალაქი გაოსიუნი) ― სპეციალური მუნიციპალიტეტი ტაივანის სამხრეთ ნაწილში. გაშლილია სანაპირო ურბანული ცენტრიდან სასოფლო იუშანის ქედამდე. მუნიციპალიტეტი ფართობია 2 952 კმ²-ია. 2023 წლის ოქტომბრისთვის ქალაქის მოსახლეობა 2 730 000 ადამიანს შეადგენს და ყველაზე მრავალბინადრიანი ქალაქია სამხრეთ ტიავანში, ხოლო ქვეყნის მასშტაბით − მესამე ადგილზეა.
გაოსიუნი XVII საუკუნეში დაარსდა როგორც პატარა სავაჭრო სოფელი და ტაკაუდ (ან ტაკოუ) იწოდებოდა. დროთა განმავლობაში ქალაქი სამხრეთ ტაივანის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად გადაიქცა. მრეწველოის წამყვანი დარგებია: ქარხნული წარმოება, მეფოლადეობა, ნავთობის რეფინირება, ტვირთის გადაზიდვა და გემთმშენებლობა. გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის მიხედვით, გაოსიუნი გამა დონის გლობალურ ქალაქადაა შეფასებული.[2] გაოსიუნს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგანაც ტაივანის მთავარი პორტია. გაოსიუნის პორტი ტაივანის უდიდესი და ყველაზე დატვირთული პორტია, რომელზეც ქვეყნის მასშტაბით კონტეინერების ექსპორტისა და იმპორტის 67% მოდის. გაოსიუნის საერთაშორისო აეროპორტი ტაივანის მასშტაბით მეორე ადგილზეა მგზავრთბრუნვის მიხედვით. ქალაქი სხვა მთავარ ქალაქებთან მაღალსიჩქარიანი და ტრადიციული რკინიგზითაა დაკავშირებული. ქალაქი ჩინეთის რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალებისა და საზღვაო აკადემიის ცენტრია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 內政部戶政司 https://www.ris.gov.tw/info-popudata/app/awFastDownload/view
- ↑ The World According to GaWC 2020. Globalization and World Cities (GaWC) Research Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 31 August 2020