განხილვა:ჩეშმეს სვეტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@Nino FZ: ცოტა პრობლემატურია დასახელება. გვაქვს ჩესმეს ბრძოლა, იგივე ჩეშმეს ბრძოლა. სვეტი ამ ბრძოლის მემორიალს წარმოადგენს, მაშინ ჩემი აზრით ჯობია, რომ ორივე სტატიას (ჩეშმეს სვეტი და ჩესმეს ბრძოლა) ერთნაირი სახელი ჰქონდეს, ანუ „ჩესმეს ...“ ან „ჩეშმეს ...“. გიო ოქრო 07:27, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მე არ ვფიქრობ რომ პრობლემატურია. ჯერ ერთი, საბჭოთა ენციკლოპედიაში წერია ჩესმეს (ჩეშმეს) ბრძოლა, რაც ნიშნავს რომ ორივე სახელი თანაბრად შეიძლება გამოიყენოთ. მეორე, გუგლის საძიებო სისტემაში ძიებისას ჩეშმეზე არის 389 ათასი რეზულტატი, ხოლო ჩესმეზე 284 ათასი. და მესამე, ადგილი ჩეშმე ამჟამად მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე (აგერ ბმული) და მას ეწოდება Çeşme რაც წესების მიხედვით იკითხება როგორც ჩეშმე. --Nino FZ განხილვაწვლილი 14:47, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ასეთი ტონი საჭირო არ არის. ჯერესერთი ქსე ვნახე და სტატიაც მიგითითეთ, ანუ ნანახი მაქვს იქ რა ცდება, მეორე — გუგლის ძიებით არაფერი ხდება აქ, გუგლი არ არის სანდო წყარო რაიმესი, მესამე — თურქეთის ტერიტორიაა, მაგრამ ძეგლს რა ჰქვია რუსალად აბა ნახეთ. რადგანაც რუსეთშია ძელი, სათაურიც რუსულიდან გამომდინარეობს და არა თურქულიდან. გიო ოქრო 14:55, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ტონი? სად შეამჩნიეთ? ნუ ამას თავი დავანებოთ. მე მაშინ კითხვა მაქვს: სად მოხდა ბრძოლა? პასუხი ერთია: ოსმალეთის ტერიტორიაზე. მაშინ თქვენი ლოგიკით სახელიც ოსმალურად უნდა ერქვას ბრძოლასაც. ვფიქრობ თქვენივე ლოგიკამ გასცა პასუხი თქვენსავე შეკითხვას. რაც შეეხება გუგლით აქ არაფერი ხდება, ამაში ვერ დაგეთანხმებით. შეგიძლიათ გაიკითხოთ ვინმესთან. --Nino FZ განხილვაწვლილი 15:01, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. ამ ბოლოს თვალი მოვკარი ამ განხილვას განხილვა:ხუან გუაიდო. გუგლზე შეგიძლიათ აქ გაეცნოთ მცირე მოსაზრებებს. --Nino FZ განხილვაწვლილი 15:06, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

იმედია ჯაბა დაადასტურებს. შეთანხმებული ვართ, რომელი სათაურიც პირველი წერია ის არის მთავარი. ჩესმეს (ჩეშმეს) ბრძოლა — ამ შემთხვევაში პირველი არის ჩესმე. ისე არც ერთი არ არის შეცდომა. კარგი იქნება, თუ ამას დავიცავთ. რუსულად — ჩესმე, თურქულად — ჩეშმე. და შეიძლება ქართულში რუსულიდან დამკვიდრდა. ამას კი ვიკიპედია ვერ ასწორებს (შეთანხმებულები ვართ, ალბათ ამასაც ჯაბა დაადასტურებს) გვჭირდება ახალი წყარო, რომ ამჟამად თურქულია დამკვიდრებული და არა რუსული. -ცანგალა 15:12, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ხუან გუაიდო — განხილვაში მონაწილეობა მეც მაქვს მიღებული და შესაბამისად გაცნობილიც ვარ. მანდ გუგლის გამო არ დაუტოვებით. გიო ოქრო 15:19, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ენციკლპედიის ის ტომი სადაც ბრძოლის შესახებ წერია, გამოცემულია 1987 წელს. 1989 წლის საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში კი წერია ჩეშმე, გარდა ამისა ზემოთ მიგითითეთ ბმული სადაც თავად რუსები წერენ რომ იმ ადგილს სადაც ბრძოლა გაიმართა ეწოდება Чешме. --Nino FZ განხილვაწვლილი 15:32, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

რუსების იმასაც წერენ, რომ Чесменская ჰქვია. ბრძოლის სტატიას უწერია, რომ ჩეშმეს ბრძოლაც სწორი დასახელებაა (იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქია ამავე სახელწოდების), მაგრამ დამკვიდრებულია რუსულიდან შემოსული და ამას ვერ შევცვლით. გიო ოქრო 15:38, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

უკვე შეცვლილია, წყარო მიგითითეთ, თან ქართული. 1, 2 აგერ ორი კიდევ. --Nino FZ განხილვაწვლილი 15:42, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ქალაქს ჰქვია ჩეშმე, გასაგებია, მაგრამ არა ბრძოლას და სვეტს. გიო ოქრო 15:43, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

და ქალაქს თუ ქვია ჩეშმე, მაშინ იქ გამართულ ბრძოლას ერქმევა ჩეშმეს ბრძოლა, შესაბამისად მის საპატივსაცემოდ აგებულ სვეტს ჩეშმეს სვეტი. --Nino FZ განხილვაწვლილი 15:48, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ეს ძალიან კარგად იცოდნენ ქსე-ს ავტორებმაც, მაგრამ ბრძოლას რუსულის გავლენით უწოდეს ჩესმე და შესაბამისად ამ ბრძოლის მემორიალსაც იგივე სახელი ექნება. გიო ოქრო 15:49, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ს ავტორებმა სტატიაში დაწერეს ჩესმეს ჩრდილო დასავლეთით-ო, მაგრამ ამავე ქსე-ს ავტორებმა ორი წლის მერე დაწერეს ჩეშმე. მე მგონი ესეც გასათვალისწინებელია. --Nino FZ განხილვაწვლილი 15:55, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მაშ რატომღა მიუთითეს მეორე სახელი ჩეშმე? იმიტომ, რომ ბრძოლის სახელად დამკვიდრებულია ჩესმე. გიო ოქრო 15:59, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

პასუხი ძალიან მარტივია. ორი წლის მერე შეცდომა გაასწორეს. :) --Nino FZ განხილვაწვლილი 16:01, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

რომელიც მაშინვე იცოდნენ და შეგნებულად დაწერეს? :))) გიო ოქრო 16:04, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ორი წლის წინ რომ არ იცოდნენ ზუსტად იმიტომ დაწერეს ორმაგი სახელით. შემდეგ ერთი სახელით მოიხსენიება. აქ რა არის გაუგებარი? როგორც ჩანს მე და თქვენ ვერ შევთანხმდით, სხვებს დაველოდოთ. --Nino FZ განხილვაწვლილი 16:09, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

და ტურიზმის გვერდს უნდა ვენდოთ? და ჯაბას მიერ შემოტანილ სტატიას არა, სადაც მითითებულია ქართული წყარო?--ცანგალა 16:16, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მე წყაროც მიგითითეთ, ზემოთ თანაც ქართული, თანაც უახლესი. ვფიქრობ ეგ სტატიაც გადასატანია ჩეშმეს ბრძოლაზე. რატომ გიჭირთ ამის გაგება? --Nino FZ განხილვაწვლილი 16:39, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

გაგება არ გვიჭირს. ქსე-ს გარდა არ გვაქვს სხვა წყარო, რომ ეს ჩესმეს ბრძოლაა, მემორიალიც ჩესმესია დ არა ჩეშმესი. ქსე-ს რომ ფრჩხილებში უწერია, ალბათ იმიტომ, რომ მეორე სახელია ეგ, თურქულიდან გამომდინარე, მაგრამ დამკვიდრებულია ჩეშმე (ბრძოლასთან და არა ქალაქთან, შესაბამისად მემორიალთან). გიო ოქრო 16:44, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
და ტურიზმის გვერდის საფუძველზე გადავიტანოთ? და ეს მართებულად მიგაჩნია?--ცანგალა 16:47, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მე მგონია რომ გიჭირთ. სტატიაში 1987 წლის წყაროზე დაყრდნობით წერია ასეთი რამ: „არქიპელაგში მოქმედმა რუსულმა ფლოტმა 5 ივლისს ქიოსის სრუტეში, ჩესმეს ჩრდილო-დასავლეთით, შეუტია ოსმალეთის ფლოტს და მოწინააღმდეგის საფლაგმანო ხომალდი ჩაძირა.-ო“. ორი წლის შემდეგ (1989) გამოცემულ ლექსიკონში ამ ჩესმეს ეწოდება ჩეშმე. ფაქტია რომ გაასწორეს. ბუნებრივია ორმაგი სათაურიც გახვებოდა ერთმაგი და დამკვიდრდა ჩეშმე. --Nino FZ განხილვაწვლილი 16:50, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ტურიზმის გარდა მანდ მიგითითეთ აკადემიური გამოცემა. --Nino FZ განხილვაწვლილი 16:51, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად მაგრამ განხილვა:ხუან გუაიდო-ში თქვენ არ წერთ: „ალბათ გუაიდო დარჩება, რადგან გუგლში გუაიდოზე გვაქვს 22,000 მოხსენებაა-ო?“ აბა ესეც დაგუგლეთ. --Nino FZ განხილვაწვლილი 16:53, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

„გახდებოდა “ — ზუსტად ამის წყაროა საჭირო, რომ „გახდა“. მასე ჰაერზე არ კეთდება საქმე. თუ დამკვიდრებულია, ვერ გახდებოდა. წყარო არ გვაქვს. გიო ოქრო 16:55, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

წყარო მიგითითეთ. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგგრაფიული ლექსიკონი. 1989 წელი. --Nino FZ განხილვაწვლილი 16:57, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ეგ ქალაქზე და არა ბრძოლაზე. გიო ოქრო 17:00, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ქალაქს თუ შეეცვალა სახელი ბრძოლას არ შეეცვლებოდა? :))))) ფაქტია რომ შეცდომა გაასწორეს. თუმცა აქ ვასრულებ, როგორც ჩანს თქვენ არ გინდათ კონსტრუქციული მსჯელობა და თქვენს შეხედულებას რეალური (ქართული) წყაროს უარყოფის საფუძველზე იცავთ. წარმატებები. იმედია ამ განხლვას სხვებიც ნახავენ. --Nino FZ განხილვაწვლილი 17:09, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ქალაქის სახელი იმდროისვე ცნობილი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბრძოლას უწოდეს სხვა სახელი. მიზეზი არ ვიცი. დამკვიდრებულია ჩესმე ბრძოლისათვის. რუს. ვიკიც ნათელი მაგალითა (რადგან რუს-იდან შემოვიდა სახელი). გიო ოქრო 17:14, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

და ვიკიპედია რომ წყარო არაა არავის უთქვამს აქამდე თქვენთვის? :))) მით უმეტეს რუსული? --Nino FZ განხილვაწვლილი 17:19, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

თქვენ ნუ მასწავლით ვიკიპედიას ძალიან გთხოვთ. და სად დავწერე რომ წყაროა? მაგალითად მეთქი. კარგად წაიკითხეთ :))) გიო ოქრო 17:21, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

და მე მიწუნებდით ტონს? :)))) --Nino FZ განხილვაწვლილი 17:22, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა მომხმარებელი:Jaba1977-ს აზრი. ისტორიკოსია და როგორ მოიქცეოდა ტურიზმის გვერდს დაეყრდნობოდა თუ მოძველებულ ქსე-ეს, სადაც ჩესმეს (ჩეშმეს) ბრძოლა წერია და რომელიც შექმნილია ისტორიკოსების მიერ. ვიკიპედია, რომ წყარო არ არის — ეს მთელმა მსოფლიომ იცის.--ცანგალა 17:22, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

„არავის უთქვამს აქამდე თქვენთვის“ — დიახ, თქვენ. გიო ოქრო 17:23, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

სხვას მიუთითეთ ის, რასაც თქვენ არ აშავებთ. სჯობს თქვენს ტონს მიხედოთ. :)) თქვენი დამოკიდებულება ახალი მომხმარებლებისადმი ნათელია. --Nino FZ განხილვაწვლილი 17:28, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

რას ვაშავებ ნეტავ?... ძალიან ნაცნობი ენით წერთ... 😕 გიო ოქრო 17:33, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
1) კოლეგებო შეინარჩუნეთ განხილვის კონსტრუქციული ხასიათი; 2) ყველამ მიხედეთ თქვენს ტონს! (თუ არ შეგიძლიათ, ნუ აგრძელებთ ამ ტონით მიმოწერას); 3) უსაფუძვლოდ ნუ აბრალებთ რაღაცას ვინმეს! 4) რაც შეეხება სტატიას: უშეცდომო კაციშვილი არ არსებობს, ქსე-ს ავტორებსაც მოუვიდათ თავის დროზე ბევრი შეცდომა, მათ შორის ჩეშმეს ბრძოლის სახელწოდებასთან დაკავშირებითაც. „ჩეშმე“ თურქული სიტყვაა და ნიშნავს „წყარო“-ს, ფაქტია, რომ არა ჩესმე, არამედ ჩეშმე უნდა იყოს, როგორც ბრძოლის, ისე ამ სტატიის სახელწოდება. აქვე მოყვანილია გარდა ქსე-სა სხვა აკადემიური წყაროც, კერძოდ 1989 წლის საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონი და ამიტომ ნუ გადავეკიდებით მარტო ქსე-ს (რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ლექსიკონი), თან ქსე-შიც აღნიშნულია ჩეშმე. ცანგალას საყურადღებოდ: ტურიზმის გარდა წყაროდ მოყვანილია თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის საიტიც, სადაც გარკვევით წერია „ჩეშმე“, ამიტომ დაანებე სპეკულაციას თავს „და ტურიზმის გვერდის საფუძველზე გადავიტანოთ? და ეს მართებულად მიგაჩნია?“. ამიტომ მიმაჩნია, რომ სტატია მიმდინარე სახელწოდებაზე უნდა დარჩეს და უნდა გადაიხედოს ბრძოლის სტატიის სახელწოდება. ფაქტია, შეცდომა არსებობს. --Mehman 97 17:49, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ყურადღება უნდა მიექცეს იმსა, რომ ქსე ორსავე სათაურს გვთავაზობს და მთავარ სათაურად უთითებს ჩესმეს და არა ჩეშმეს. ეს იძლევა იმ დასკვნია გამოტანის საშუალებას, რომ ქართულში დამკვიდრებულია ჩესმე და არა ჩეშმე. გიო ოქრო 17:53, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ტონი ძალიან რბილი და მეგობრულია. რადგანაც ჩაერიე როგორც მშვიდობის მტრედი (რაც საჭიროებას არ წარმოადგენდა) იქნებ მომხმარებელი:Jaba1977-ს გადასცე, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს, რადგან ჩესმეს ბრძოლა მისი შემოტანილია. ახლა დაბლოკვის შეტყობინებას ხომ არ გამომიგზავნი?--ცანგალა 17:58, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ბრძოლა ქალაქ ჩეშმეს აკვატორიაში მოხდა, ქსე გვთავაზობს ორივე ვარიანტს და გამოყენება ორივესი შეიძლება, აქვე ქსე არ გვიკრძალავს ჩეშმეს გამოყენებას, როგორც მთავარი სახელწოდების. და ბოლოს, მოყვანილია უახლოესი წყარო 1989 წლის საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონი. ძვირფასო ცანგალა, არც შენი და არც სხვების ტონი ნამდვილად ძალიან რბილი და მეგობრული არ არის, ალბათ განსხვავებული გაგება გვაქვს ჩვენ ორს მეგობრული ტონის :))) სად უნდა ჩავერიო და სად არა მოდი მე გადავწყვეტ, შენ რომ წყვეტდე ალბათ აქ ხელჩართულში გადახვიდოდით :))) დაბლოკვის შეტყობინებას არ გამოგიგზავნი (რაღა მე), იმიტომ რომ ბლოკმაც (გაფრთხილებებმაც) არ შეგაცვლევინა მიდგომა ახალბედებთან და უსაფუძვლო ბრალდებებთან მიმართებაში. ისე უკვე მგონი ეს მესამე ახალი მომხმარებელია, რომელთანაც დაპირისპირებას იწყებ, ალბათ ახალბედები რომ გამოილევიან (შენი წყალობით), ძველებზე გადახვალ. ალბათ პირველი მე ვიქნები :))))))) --Mehman 97 18:10, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ქსე-დ მცოდნეთა საყურადღებოდ: ქსე-ში საქმე გვაქვს ასე: თუ სახელებს შორის უპირატესობა ენიჭება რომელიმეს ის მუქი შრიფტით იბეჭდება, ხოლო მეორე სახელი გაფანტული შრიფტით: მაგ.: → ჩერენკოვ-ვავილოვის ეფექტი, ჩ ე რ ნ ი კ ო ვ - ვ ა ვ ი ლ ო ვ ი ს გ ა მ ო ს ხ ი ვ ე ბ ა. მაგრამ თუ საქმე გვაქვს თანასწორ სახელებთან მაშინ წერია ისე როგორც ამ სტატიაშია → ჩესმეს (ჩეშმეს) ბრძოლა. აქედან გამომდინარე არაა მცდარი ეს სახელი. თუ ამას დავამატებთ რომ ორი წლის მერე ქალაქის სახელი შეცვალეს, მაშ მთლად ნათელია რომ სტატიას სწორი სახელი აქვს. --Mehman 97 18:30, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ალბათ ქსე-ეს მცოდნედ მომხმარებელი:Jaba1977-ს გულისხმობ, რადგან იქიდან აქვს სტატია შემოტანილი იხ. ჩესმეს ბრძოლა--ცანგალა 18:42, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
მეჰმან, რომელ გვერდზე წერია ეს? გიო ოქრო 18:44, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: როგორ ძალიან გიყვარს ჯაბა რაა, ერთი წინადადება არ გამოგიტოვია, რომ ჯაბა არ გეხსენებინა :)))) ისე ძალიან გინდა, რომ გიპასუხოს ხომ? გიორგი ამას გვერდი არ უნდა, ეს ასეა მიღებული, თუმდაც შენი სტატიის შემთხვევაშიც ასეა. დაუკვირდი კარგად ქსე-ს სტილს და მიხვდები. ამას რა წყარო უნდა? თან ქსე :) --Mehman 97 18:51, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ისე ტომი და გვერდი მეც დამაინტერესა. ისე უცბად პასუხობს ეს ჩვენი მეჰმანი, რომელსაც ამ შუაღამეს ქსე არ აქვს, თუ ღამის ბიბლიოთეკები არსებობს უკვე საქართველოში და მე არ ვიცი. რაც შეეხება ჯაბას მაინტერესებს მისი აზრი. რატომ ჩესმე (ქსე) და არა ჩეშმე (ტურიზმი). --ცანგალა 19:01, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
მეჰმან, ქსე-ში მასეთი რამ არ წერია. ფრჩხილებში იმიტომ ზის, რომ არ დაეწერათ „ჩესმეს ბრძოლა, ჩ ე შ მ ე ს ბ რ ძ ო ლ ა“, ანუ ერთიდაიგივე რომ არ გამეორებულიყო. იმ მაგალითში კი, რაც შენ მოიყვანე ზევით, ასეთს ვერ დაწერდნენ, ჩემი აზრით. გიო ოქრო 19:07, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
მშვიდად ცანგალა, ნუ ღელავ, ახლავე გიპასუხებ. 1) ქსე-ს არ ქონა საქმის არს არ ცვლის, საქმე კი ისეა, როგორც მე ზევით დავწერე. ქსე შეიძლება არ მქონდეს, მაგრამ კარგად გავეცანი მას ბიბლიოთეკაში (დღისით რა თქმა უნდა), თან ქსე-ს მე-11 ტომის პდფ ვერსიაც არსებობს. 2) ჯაბას აზრი თუ გაინტერესებს, მიწერე განხილვის გვერდზე შენს საყვარელ მოსწავლეს. 3) წყაროებში აშკარად მარტო ტურიზმს ხედავ შენ და როგორც ჩვენ სხვა წყაროებს ვერ ხედავ? თუ სპეციალურად არ გინდა გაეცნო? 4) გიორგი მე არც მითქვამს, რომ ქსე-ში ეს წერია, როგორ წარმოგიდგენია, ქსე-ს ავტორებს ელემენტალური რაღაცეების გამო გამოყენების ინსტრუქციას დართავდნენ ენციკლოპედიას? და ბოლოს თუ ერთი და იგივეა ჩეშმე და ჩესმე, აბა რას ვდავობთ? --Mehman 97 19:12, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
შენ წარმოიდგინე და დართული აქვს მეჰმან. სადაც გაშლილ სიტყვებზე წერია, ფრჩხილებიანზე არა. გიო ოქრო 19:15, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ინსტრუქცია გამოყენების წესების ერთობლიობაა, რომელიც მარტო გაშლილ სიტყვებს არ მოიცავს. შესაბამისად ასეთი ინსტრუქცია არ არსებობს, შენ წარმოიდგინე. თუმცა, კარგია რასაც მიაგენი. ფრჩხილებიანი ერთი და იგივეს ნიშნავს, შესაბამისად რათ უნდა ამას წესი? როგორც ცანგალამ ზევით არნიშნა, მე არ მაქვს ქსე და შესაბამისად ამ შემთხვევაში შენ უნდა მიმითითო ეგ წესი თუ არსებობს. --Mehman 97 19:22, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
„როგორ ვისარგებლოთ ენციკლოპედიით“ — არსებობს ასეთი ინსტრუქცია, სადაც არამარტო გაშლილი სიტყვებია. გიო ოქრო 19:24, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
მერე თუ არსებობს ძალიანაც კარგი. ცანგალას მიუთითე გვერდები, რომ გაეცნოს მას, მე მაინც ვერ გავეცნობი, რადგან არ მაქვს. --Mehman 97 19:30, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977: საინტერესოა შენი აზრიც ამ თემაზე, რადგან ჩესმეს ბრძოლა შენი შემოტანილია. --ცანგალა 19:58, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]