განხილვა:ღადამი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არსებობს სტატია ღადანა, რომელიც ამ სტატიაზე ადრეა დაწერილი. ეს ორი სტატია ერთ პიროვნებაზეა. შესარწყმელია აშკარად, თან გასარკვევია რომელ სათაურზე უნდა დარჩეს. --ჯაბა 1977 13:13, 22 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

თუმცა ინგლისურ ვერსიაში ორი სხვა და სხვა პიროვნებაა. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:28, 22 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურ ვიკიპედიაში რა არის არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ისტორიაში ეს ერთი და იგივე პიროვნებაა. --ჯაბა 1977 14:18, 22 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

აუ რაშია საქმე: აქ წერია ფარსმან II-ის ცოლი. არადა ძე უნდა ეწეროს, ამან დამაბნია. --ჯაბა 1977 14:20, 22 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

ღადამი და ღადანა ქალის სახელია და შესარწყმელია "ღადანაზე"--Surprizi განხილვაწვლილი 07:40, 21 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

მოიცათ მოდით ჯერ გენეალოგია დავადგინოთ.

  1. ფარსმან ქველის ცოლი ვინ იყო.
  2. ვისი ძე იყო ადამი.
  3. რა ერქვა ადამის ძეს.

მე წყაროებიდან ვგებულობ რომ ფარსმან ქველის ძე იყო ადამი და ადამს ყავდა ძე სახელად ფარსმანი. თუ ეს ასეა მაშინ საინტერესოა ფარსმან ქველის მერე ვინ ავიდა ტახტზე მისი შვილიშვილი ფარსმანამდე. ლოგიკურად ფარსმან II ქველი>ღადანა>ადამი>ღადამი??>ფარსმან III--Surprizi განხილვაწვლილი 07:48, 21 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეს სტატია ეკუთვნის კაცს, რომელსაც ერქვა ღადამი და საინტერესოა ფარსმან ქველის მეუღლე როგორ იყო ? ღადამი ფარსმანის ძეა, ღადანა კი ცოლი. ფარსმანის მერე რეგენტია ღადანა, ხოლო შემდეგ ტახტზე ადის ღადამი. --ჯაბა 1977 13:30, 21 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ღადანა მეფობდა თუ არა? ღადამი რომ ძე იყო ეს სადმე წერია? ვინ იქნებოდა თქვენი აზრით ფარსმან ქველის ცოლი, მის მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში სანამ სამეფო კარზე მამრობითის სქესის წარმომადგენელი დადგებოდა? დიაღ გამოიცანით მას ჰქვია მეფე! ანუ ღადანა დედოფალი მისი ქმრის ფარსმან ქველის გარდაცვალების შემდეგ იყო ივერიის მეფე მისი შვილის წამოზრდამდე! ღადამის სქესი გარკვეულია რასაც ვერ ვიტყვით "ღადამზე". ღადამზე წერია მხოლოდ რომ მან იმეფაო. ამიტომ არ გამოვრიცხავ რომ ღადამი და ღადანა ერთი და იგივე პიროვნება იყოს თუმცაღა ამ ეტაპისთვის იყოს ცალ ცალკე სანამ კიდევ სხვა წყაროებიც არ შემოგვიერთდება და არ გაირკვევა ვიტარება. მე დარწმუნებული ვარ რომ სადმე რამეს კიდევ გამოვჩხრიკავთ!--Surprizi განხილვაწვლილი 04:41, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

მეფეთა ცხოვრება
ვიკიციტატა
„მაშინ მირდატ და ერისთავმან სპარსთამან მოირთეს ძალი სპარსთაგან, ხოლო სომეხნი და ბერძენნი და მეგრელნი შთავიდეს შიდა ქართლს, და მუნ მიეგებნეს ქართველნი და სპარსნი მდინარესა ზედა, რომელსა ჰქვიან ლიახვი. და მუნ იქმნა ბრძოლაჲ მათ შორის ადგილსა, რომელსა ეწოდების რეჴი. და მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი, იძლივნეს სპარსნი და ქართველნი, მოკლეს მირდატ და ერისთავი სპარსთაჲ, და მოსრნეს სპანი მათნი, და დასვეს მეფედ ძე ფარსმან ქველისაჲ, სახელით ადამი. და იმეფა რაჲ სამ წელ, და მოკუდა, და დარჩა ძე მისი ერთისა წლისა ყრმაჲ და ვიდრე აღიზარდებოდა ყრმაჲ იგი, მეფობდა დედაჲ ადამისი, ცოლი ფარსმან ქველისაჲ სახელით ღადანა. და ვითარ აღიზარდა ძისწული ფარსმან ქველისაჲ, მეფე იქმნა ამაზასპ.“

ის რომ ფარსმან ქველმა 3 წელი არ იმეფა მგონი ცხადია. შესაბამისად ვიცით რომ იყო ვიღაც მეფე რომელმაც სამი წელი იმეფა და მოკვდა/მოკლეს და დარჩა ერთი წლის ძე. მე ვფიქრობ რომ სამი წელი ადამმა იმეფა როგორც წერია ეს ქართლის ცხოვრებაში.

ანუ "იქს" ბრძოლის შემდეგ ტახტზე დასვესო ადამიო, სამი წლის შემდეგ კვდება და ტახტზე ადის მისი დედა (ფარსმან ქველის ცოლი) ღადანა. და სანამ ფარსმანის "ძის წული" (ადამის ძე - ფარსმან III) წამოიზრდებოდა ღადანა შეცვალა ვინმე ამაზასპმაო.

ანუ ქართლის ცხოვრების თანმიმდევრობა ესეთია: ადამი>ღადანა>ამაზასპი>--Surprizi განხილვაწვლილი 04:54, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

მე არ გამომიცნია და არც ვვარაუდობ. მანდ მითითებულ წყაროებში მასე წერია. ჩემი და შენი ვარაუდი კვლევას გავს, რის ადგილიც აქ არ არის. სტატია იწყება სიტყვებით ფარსმან II ქველის მეუღლე. უნდა ეწეროს ძე ან შვილი. --ჯაბა 1977 04:55, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

საინტერესო რამე ვნახე იგივე ქართლის ცხოვრების სხვანაირი ავრიანტი.
მეთექუსმეტე მეფე, ადამი, ძე ფარსმან ქუელისა, არშაკუნიანი

და დასუეს მეფედ ძე ფარსმან ქუელისა, რომელსა ერქუა ადამი. და სამ წელ ოდენ მეფობდა და მოკუდა. და დარჩა ძე მისი წელიწდისა ერთისა ყრმა; და ვიდრე აღიზარდებოდა ყრმა იგი, მეფობდა დედა ადამისი, ცოლი ფარსმან ქუელისა, რომელსა სახელი ერქუა ღადანა.

და ვითარ აღიზარდა ძის-წული ფარსმან ქუელისა, სახელით ფარსმან-ვე, მეფობდა იგი.

მეჩვიდმეტე მეფე, ფარსმან, ძე ადამისი, არშაკუნიანი

ხოლო მეფობდა ესე ფარსმან ყოველსა ქართლსა ზედა, და ესუა ძე, და უწოდა სახელად ამაზასპ. და შემდგომად ამისსა მოკუდა ფარსმან, და შემდგომად მისსა მეფობდა ძე მისი ამაზასპ.

მეთვრამეტე მეფე, ამაზასპ, ძე ფარსმანისი. არშაკუნიანი[1]

--Surprizi განხილვაწვლილი 05:02, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ქართლის ცხოვრების მიხედვით სამეფო გენეალოგია ესეთია: ფარსმან ქველი>ადამი>ღადანა>ფარსმანი>ამაზასპი. ღადამი სად მეფობდა შეგიძლია მითხრა?--Surprizi განხილვაწვლილი 05:06, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

სიტყვა "ღადამი" მომდინარეობს მოქცევაი ქართლისაიდან:

ი ვ ~ . დ ა მ ე ფ ო ბ დ ა ი მ ი ე რ ფ ა რ ს მ ა ნ ქ ვ ე ლ ი დ ა ა მ ი ე რ - - ფ ა რ ს მ ა ნ ა ვ ა ზ .

ი ზ ~ . დ ა მ ე ფ ო ბ დ ა ი მ ი ე რ რ ო კ დ ა ა მ ი ე რ - - მ ი რ დ ა ტ . დ ა ა მ ი ს ა ზ ე მ ო ა კ ლ დ ა ა რ მ ა ზ ი ს ა მ ე უფ ო ჲ დ ა მ ც ხ ე თ ა ს ო დ ე ნ ი ყ ო მ ე ფ ო ბ ა ჲ .

ი ჱ ~ . დ ა მ ე ფ ო ბ დ ა ღ ა დ ა მ ი დ ა დ ღ ე კ ~ .

ი თ ~ . დ ა ფ ა რ ს მ ა ნ , კ ~ . დ ა ა მ ა ზ ა ს პ [2]

საერთოდ თუ დააკვირდები მეფეთა სახელები სული მოქცევაი ქართლისაის მიხედვითაა ვიდრე ქართლის ცხოვრების მიხედვით. არადა ქართლის ცხოვრებაში უფრო მეტი წერია თითოეულ მეფეზე ვიდრე მოქცევაი ქართლისაიში. შესაბამისად მაგ პერიოდში არსებული მოქცევისეული ღადამი სხვა რავინაა თუ არა ღადანა!!!

მოქცევის მიხედვით გენეალოგია ესეთია: ფარსმან ქველი>როკი>ღადამი>ფარსმანი>ამაზასპი.

თუ დააკვირები ბოლო სამი მეფის ჯაჭვი იდენტურია ქართლის ცხოვრებისა - ღადანა>ფარსმანი>ამაზასპი. შესაბამისად ეს კიდევ ერთი მტკიცებაა რადამისა და ღადანას იდენტურობისა!--Surprizi განხილვაწვლილი 05:12, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, რომ ადამი და ღადანა სხვადასხვაა. --ჯაბა 1977 05:18, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჩემს მიერ რედაქტირებამდე მთავარი წინადადება ადრე ესე ეწერა:

ღადამი იგივე ადამი ან რადამისტიფარსმან II ქველის ძე. ქართლის (იბერიის) მეფე. ვარაუდობენ, რომ მეფობდა II საუკუნის მიწურულსა და III საუკუნის დასაწყისში.--Surprizi განხილვაწვლილი 05:19, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვაიმე უკვე დავიღალე: მე არ ვდავობ ამ ეტაპზე მეფეთა თანამიმდევრობაზე, რაც საკმაოდ დიდი პრობლემააა ამ პერიოდის ქრონოლოგიაში. ადამი, იგივე ღადამია, ხოლო ღადანა დედოფალია. ამ სტატიაში წერია რომ ღადამი არის ფარსმან ქველის მეუღლეო, ორივე კაცები არიან და ეს გამორიცხულია 100 % მაშინდელ საქართველოში. ეს სიტყვა ამოსაღებია! უნდა ეწეროს ძე ან შვილი. ამას შენი მოყვანილი წყაროებიც ადასტურებს. --ჯაბა 1977 05:26, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

კეთილი მოდი შევჯერდეთ შენ სიტყვებზე რომ ქართლის ცხოვრებისეული ადამი მოქცევისეული ღადამია, ხოლო ღადანა კი დედოფალი. თუ ერთსა და იმავეზე ვსაუბრობთ მაშინ ღადამსა და ადამს ერთმანეთს დავუკავშირებ ანუ თქვენ მოგიწევთ ღადამისა და ადამის შერწყმა, ხოლო ღადანაზე როგორც დედოფალზე გადავიტან სადედოფლო ტექსტს!--Surprizi განხილვაწვლილი 09:58, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ისე მეც დავიღალე, მაგრამ ღადამი რომ კაცია ეს არსად წერია. ის შესაძლოა ღადანა/ღადანის დამახინჯებული ვარიანტიც იყოს. თუ სადმე მოგეპოვება მამაკაცის სახელებში სახელი ღადამი ესეიგი კაცია. მე ეგ სახელი კაცებში არ შემხვედრია ისევე როგორც ღადანი ქალებში )) და მეჩვენება რომ ღადამი იგივე ღადანას შესატყვისია. შესაძლოა და არ გამოვრიცხავ რომ ღადამი ადამის დამახინჯებული ფორმა იყოს.--Surprizi განხილვაწვლილი 10:02, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

შევჯერდეთ: ღადამი (ადამი) - ერთი სტატია, ხოლო მეორე - ღადანა (დედოფალი). --ჯაბა 1977 13:43, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]
აბა ნახე. მგონი სწორედ გავაკეთე.--Surprizi განხილვაწვლილი 18:47, 22 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

მოგახსენებთ, რომ ადარმ I თეიმურაზის მიხედვით ჰქვია, მაგრამ სხვა მეფე ადამი არ გვყავს და ხომ არ ჯობია დავწეროთ სახელწოდებით: ადამი (ქართლის მეფე)? მრავალმნიშვნელოვანზე გადავიტანდით და იქნებოდა როგორც ადამი, ასევე ადამი (ქართლის მეფე) ან/და იყოს ღადამი და ეს ადამ I წაიშალოს.--Lasha-george განხილვაწვლილი 06:31, 1 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

სათაური და კიდევ სხვა[წყაროს რედაქტირება]

@Lasha-george: სათაურის ამდენი ცვლილება ვერ გავიგე და მეორეც კიდევ ამხელა ციტატები წასაშლელია, მე მგონი ამაზეც შევთანხმდით. --Wiki - ჯაბა 13:46, 3 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი, კი, ციტატებს მოვყვები ნელ-ნელა ჯაბა, აზოდან და მაქსიმალურად კომენტარებში ვათავსებ, ისე რომ არაფერი დაიკარგოს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:50, 3 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]