განხილვა:ქვეყნების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იჩქერიის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ბაჩანა, მოგესალმები!

მე მგონი იჩქერიის რესპუბლიკის ჩასმა ამ სიაში არასწორია. ვინაიდან აქ ჩამოთვლილია ყველა სუვერენული ქვეყანა და ყველა ის დამოკიდებული ტერიტორია (კოლონია, სამფლობელო), რომლებიც აღიარებულია მსოფლიოს მიერ ასეთად. დღეისათვის მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჩეჩნეთს აღიარებს რუსეთის ნაწილად და არა სუვერენულ ან თუნდაც კოლონიურ ტერიტორიად. თქვენი ლოგიკით, ამ სიაში უნდა მოხვდნენ აგრეთვე აფხაზეთი, სამხრეთ-ოსეთი, ყარაბახი და მისთანები. მე მესმის, რომ აფხაზეთის და ჩეჩნეთის თემა ერთგვაროვანი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს საკითხის ფორმალური მხარე და არა ისტორიული, პოლიტიკური ან სხვა.


შესაძლებელია შეიქმნას ახალი სტატია სიის სახით, სადაც ზემოთაღნიშნული სუბიექტები და კიდევ სხვა მრავალი იქნება ჩამოთვლილი, მაგრამ საერთო სათაურის მოძებნა გაგვიჭირდება.

ავთანდილ 05:59:10, 2005-09-05 (UTC)

მგონი არ უნდა იყოს აქ დამოკიდებული ტერიტორიები--Teimuraz_Rajavi 20:12, 12 ოქტომბერი 2008 (UTC)

ორი კაცი რომ იტყვის პარავოზი ხარო.... :) გამახსენდა უბრალოდ :) ცივი გულით უნდა აკეთო ვიკიპედია, ცივი გულით :) --გიგა პასუხი 20:16, 12 ოქტომბერი 2008 (UTC)

ისე ინგლისურში რა მაგარი სიაა და თარგები ყველა ბოლოში... ვენტუსააა, გაიგე? :) --გიგა პასუხი 20:18, 12 ოქტომბერი 2008 (UTC)

ერთი კუნძული ამოვიღეე. არაა ინგლისურ სიაში. --გოტა (პასუხი) 13:20, 15 დეკემბერი 2009 (UTC)

ბევრი რაც აქ არის, ინგლისურში და რუსულში არ არის და რა უნდა ვუქნა? --გოტა (მომწერე) 09:23, 18 დეკემბერი 2009 (UTC)

ალბათ უნდა ამოიღო:) --ბრუტ () 09:34, 18 დეკემბერი 2009 (UTC)

მთიანმა ყარაბაღმა რა ჯანდაბა დაკარგა? მაშინ სადაა აფხაზეთი?--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 10:14, 13 იანვარი 2010 (UTC)

აშკარად ამოსაღებია აქედან დამოკიდებული ტერიტორიები და კუნძულები. --მიხეილ () 15:04, 27 იანვარი 2011 (UTC)

ამოსაღები რატომაა? სათაურს აწერია ქვეყნების სია, სადაც უოლისი და ფუტუნა წერია იჩქერიის ყოფნას ვემხრობი. სხვაც რომ არაფერი ქართულ ვიკიპედიას ჩვენს მეზობლებზე უფრო მეტი მოეთხოვება ვიდრე გინდ რუსულს და გინდ ინგლისურს,არაა აუცილებელი იქიდან ვაკოპიროთ ყველაფერი :))) რაც შეეხება აფხაზეთთან შედარებას ,აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა და როცა სტატია შეიქმნება სათაურით მსოფლიოს ავტონომიები იქ ჩავწეროთ აფხაზეთი. არავინ ამტკიცებს,რომ ჩეჩნეთი სუვერენული სახელმწოფოა ,მაგრამ ის რომ ქვეყანაა ფაქტია. () 15:45, 7 აგვისტო 2012 (UTC)

რაზე ვწერთ[წყაროს რედაქტირება]

იქნებ გადაგვეწყვიტა, ქვეყნებზე ვწერთ თუ სუვერენულ სახელმწიფოებზე? ინტერვიკებს გადავხედე და ინგლისურში სუვერენულ სახელმწიფოებზე აქვთ, რუსულში კი ქვეყნებზე და ტერიტორიებზე. სათაურიც მას შემდეგ უნდა შევუცვალოთ. --მიხეილ მიწერა 12:00, 12 ივნისი 2012 (UTC)