განხილვა:ფუტკრის-დედა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გადამისამართება[წყაროს რედაქტირება]

„ხარი-ბიულბიული“ — მუქად რატომაა ან გადამისამართება რად უნდა? ქართული ან საერთაშორისო სახელების გარდა ბოტანიკის სტატიებში სხვა დასახელებები სინონიმად არ ითვლება. გიო ოქრო 16:06, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ესეც ერთ-ერთი პოპულარული სახელწოდებაა და საჭიროა. პ.ს. რამეში ხელს გიშლის? --Mehman 97 16:08, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
პოპულარული სად? ქართულ სივრცეში? ქართულ ენაში? გიო ოქრო 16:10, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
პ.ს. მუქად არ უნდა ეწეროს, ქართული მნიშვნელობის სინონიმი არ არის. კურსივით შეიძლება აღინიშნოს, როგორც გამოთქმა ერთ-ერთ ენაზე. გიო ოქრო 16:12, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეგრეც შეიძლება, მაგრამ გადამისამართება უნდა დარჩეს! --Mehman 97 16:13, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მიზეზი მაინტერესებს, რატომ უნდა დარჩეს რომელიღაც მცენარის აზერბაიჯანული სახელის ტრანსლირებული ვარიანტი გადამისამართებად, თუკი ქართულ ენაში, ქართულ სივრცეში არ გამოიყენება („პოპულარულია“) და არც სინონიმს წარმოადგენს. გიო ოქრო 16:15, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
იმიტომ რომ ამ სახელითაც პოპულარულია და არამხოლოდ ქართულში, მე აქ დავასრულე. როგორც ყოველთვის სისულელეზე მსჯელობას არ ვაპირებ. --Mehman 97 16:17, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97 სად არის პოპულარული? აზერბაიჯანულ ენაში თუ პოპულარულია, გადამისამართება იქნება აზერბაიჯანულში. ქართულში ამ სახელით არსად არ გვხვდება. სისულელე რა არის? უბრალოდ არგუმენტებია საჭირო დასატოვებლად. ხელს არც არასწორი გადამისამართებები გვიშლის აზერბაიჯანის სოფლებზე, რომლებიც იშლება, მაგალითად. გიო ოქრო 16:20, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
1) მარტო აზერბაიჯანულში არა, ინგლისურშიც ფართოდ ცნობილია; 2) სოფლის სახელში დაშვებული ტრანსლიტერაციული შეცდომა და ეს ერთიდაიგივე არ არის. მე დავასრულე აქ. Mehman 97 16:25, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ხოდა, ინგლისურ ენაში იქნება გადამისამართება, ანდა სტატია ამ სახელით. ქართულში არის გავრცელებული ეს სახელი? თუ არა, მაშინ რა საჭიროა? ხელის შეშლით, არც ერთი გადამისამართება არ უშლის ხელს, თუმცა არც აუცილებელია (როგორც თქვი) რომ დარჩეს. გიო ოქრო 16:34, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
თუკი სახეობის დასახელება ქართულში არ არის გავრცელებული, ამის გამო გვეკრძალება დასახელების დაწერა ? თუ როგორ არის საქმე?. მაგ., სამეცნიერო ლიტერატურაში გვაქვს ლავრაკი, მაგრამ უფრო გავრცელებული დასახელებაა სიბასი და აგრეთვე ბრანძინო. არ გვაქვს უფლება რომ დავწეროთ ?. ამ თევზის გავრცელებული სახელწოდება საერთოდ ინგლისურიდან შემოვიდა (sea bass). აქაც იგივეა, ხარი-ბიულბიული ამ მცენარის გავრცელებული სახელწოდებაა და ის, რომ ეს დასახელება ქართულ ინტერნეტში არ გვხვდება არ არის იმის არგუმენტი, რომ ქართულ ვიკიში არ დავწეროთ. უცხოურ პრესაში ხშირად იხსენიება დასახელება ხარი-ბულბული (ბიულბიული). ამდენად ამოსაღები ნამდვილად არ არის. დიდი უტაქტობაა ამის და აზერბაიჯანის წაშლილი სოფლების შედარება. - OTOGI Messages 16:52, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ა, ბატონო ქართული მამა-პაპური ინფორმაცია ქართულ მშობლიურ ენაზე ფუტკრისდედა (იწერება ერთად) კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფლების – შაქრიანისა და უჯარმის – მიდამოებში კავკასიის ენდემია. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში. აქ შეიძლება დაემატოს, რომ მეზობელ რესპუბლიკაშიც არის „აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის „ოფიციალურ მცენარედ“ და აგრეთვე სომხეთიც ჩაიწეროს. ფუტკრისდედა — ეს კი ცანგალას შემოტანილი ქსე-დან 😊--ცანგალა/ 17:22, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: და რა მერე ? შენი შემოტანილი არის გვარზე, ხოლო ეს სტატია სახეობაზე. ქსე არ არის ბოტანიკური ლექსიკონი, ხოლო ბოტანიკური ლექსიკონით დეფისია საჭირო, ამასთან ფრჩხილებსაც ავიცილებთ თავიდან. ყველაფერი რიგზეა სტატიაში და განსახილველიც არაფერია. - OTOGI Messages 17:30, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კარგი ბატონო, იყოს დეფისით, მაგრამ სტატიაში არ უნდა გვეწეროს საქართველოს შესახებ, რომ კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფლების – შაქრიანისა და უჯარმის – მიდამოებში კავკასიის ენდემია. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში. არ უნდა გვქონდეს მითითებული ქართული წყარო ფუტკრისდედა?--ცანგალა/ 17:39, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: გიშლის ვინმე ? ავტორი და წელი არ დაგავიწყდეს ლიტერატურის მითითებისას. მადლობა. - OTOGI Messages 17:42, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: დავამატე, არ გაწყენინე. 😉--ცანგალა/ 18:02, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატია გვარზე იპოვე და ეს სტატია სახეობაზე როგორ ვერ იპოვე :) Mehman 97 19:45, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ძალიან კარგი. თუ იცოდი დაგეწერა. სქოლიოში და რესურსში ერთი ქართული წყარო რომ მიგეწერა საძებარი არც მე მექნებოდა და თვალსაც გაეხარდებოდა ქართული 😉. --ცანგალა/ 19:54, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ქართულ წყაროზე დაყრდნობით არ დამიწერია, სტატიაში არსებული ინფორმაცია მითითებული წყაროების სწორია ;) Mehman 97 19:57, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სათაური ხომ დაწერე? რის საფუძველზე? ფუტკრის-დედა. --ცანგალა/ 21:16, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სტატიაში სომხური ჩანაწერი სომხ. Սարդակիր մեղվակիր hy:Սարդակիր մեղվակիր (ლათ. Ophrys apifera) სომხურ ვიკიპედიაში სხვა სტატიაზე გადავყევართ. ეს მხოლოდ ინფორმაციისთვის დავწერე.--ცანგალა/ 21:28, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
შენ მიერ მითითებულ გვერდზე ამ გვარის სხვა სახეობაზეა სტატია. რატომ წერია ამ სტატიაში ეს სახელწოდება? — ამ კითხვით ინგლისურ ვიკიპედიაში გადადი :) Mehman 97 23:31, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ყველაფერი ინგლ. არ უნდა გადმოვიტანოთ, ხანდახან უნდა გადავამოწმოთ.😉--ცანგალა/ 11:30, 9 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]