განხილვა:საქართველოს მუნიციპალიტეტები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოცემული რუკა არასწორად გამოსახავს მუნიციპალიტეტების საზღვრებს და, ვფიქრობ, ამოსაღებია. გიო ოქრო 09:21, 5 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

სწორი რუკები არ გვქვს, სამწუხაროდ, ამაზე ხშირად ვწერ --M. განხილვაწვლილი 14:09, 5 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
რომელია სწორი რუკა, შევჯერდეთ საბოლოოდ ამაზე და დავამზადებ. ეს რუკა მართლა რა არის, ყველა ვარიანტში ამოსაღებია Gaga.vaa (განხილვა/წვლილი) 07:18, 28 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]

ტერიტორიული მოწყობა[წყაროს რედაქტირება]

მინდა ეს ციტატა მოვიყვანო რაც ვიკიშია წყაროდან წამოღებული: „2006 წლის 5 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადების დღიდან გაუქმდა ქვედა (სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი) დონე და ერთადერთ (როგორც თვითმმართველ, ისე ტერიტორიულ) ერთეულად ყოფილი რაიონების ფარგლებში ფორმირებული მუნიციპალიტეტი გამოცხადდა“. ეს დებულება მართებულია ორ შემთხვევაში. 1) თუ შედეგების გამოცხადებამდე არ არსებობდა მუნიციპალიტეტი, არამედ სახელდებოდა რაიონებად და 2) ან, თუ 2006 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული სიტყვა რაიონი ჩანაცვლდა სიტყვა მუნიციპალიტეტით. ანუ ზემოთმოხსენებული ციტატას შეიძლება ორივე ვარიანტი რომ მივუსადაგოთ. ანუ პირველ შემთხვევაში რაღაცა გაუქმდა და დამკვიდრდა მუნიციპალიტეტი და მეორე — იყო ძველებიც და მუნიციპალიტეტიც, საიდანაც გაუქმდა მარტო ძველები და დარჩა და დამკვიდრდა მუნიციპალიტეტი. ვფიქრობ საჭიროა მეტი ინფოების შეჯერება, კერძოდ: 1) თუ არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან მოყოლებული არსებობს მუნიციპალიტეტები, მაშინ როგორ მოხდა რომ იურიდიულად მუნიციპალიტეტები გაჩდნენ (დარეგისტრირდნენ) გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ. თუ დარეგისტრირებიდან მან მიიღო სიპის იურიდიული სტატუსი, მაშინ ისმება შეკითხვა, გამოცხადებიდან რეგისტრაციამდე რაღა იყო? თუ დავუშვებთ იმას რომ რაიონის მინიციპალიტეტად შეცვლა დიდ სირთულეს არ საჭიროებს და არ ითხოვს სიპად დარეგისტრირებას, მაშინ გამოდის რომ ის ასევე მარტივად შეიძლება სახელდებულიყო 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ, მითუმეტეს, როცა პრეზიდენტის 2005 წლის დეკემბრის კანონის თანახმად 1 იანვრიდან კანონში არსებული ცვლილებები ეხება გარკვეულ მუხლებს, მათ შორის რაიონების მუნიციპალიტეტებად სახელდებას, რომელიც როგორც ზემოთ ვახსენეთ რომ უპრობლემოდ შეიძლება. 2) თუ „მუნიციპლაიტეტი“ დამკვიდრდა არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან, მაშინ რაში მიიღეს ხალხმა მონაწილეობა, რაიონულ თუ მუნიციპალურ არჩევნებში? მუნიციპალურ არჩევნებისათვის რომ ემზადებოდა ქვეყანა ამას ეუთოს მისიაც მოწმობს სექტემბრის თვეში. მოკლედ ჩემი პოზიციაა, რომ დამატებით შეგროვდეს მეტი წყარო რომ შევაჯეროთ და საბოლოოდ დავუსვათ წერტილი, საქართველოს ტერიტორიულ მოწყობას და შეიქმნას ერთი და საბოლოო რუკა დღევანდელი მდგომარეობით.--Surprizi განხილვაწვლილი 11:36, 17 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

Surprizi, შენი ცვლილებების გაუქმების უფლება მივეცი თავს. ფაქტობრივი შეცდომები და კანონის არასწორი წაკითხვაა. მე იურისტი ვარ, და კონკრეტულად ამ დარგის - ადგილობრივი თვითმმართველობის - სპეციალისტი, მაგრამ კანონებს არ ვუთითებ სტატიაში წყაროდ და მეორეული წყაროები მომყავს, იმიტომ რომ ესაა ვიკოპედიის პრინციპი. შენი ცვლილებები ორიგინალური კვლევის მცდელობას ჰგავს. არაა საჭირო ვიკიპედიის სტატიაში კანონების ციტირება. ასევე საერთოდ არარელევანტურია გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მონაცემები, ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა (გარდა საგადასახაო მიზნებისა) არ გააჩნია. არც ეუთოს მისიის მიერ რაიმე ტერმინის გამოყენება ნიშნავს რამეს, იუსტიციის მინისტრი ლანჩხუთს დაბას ეძახის, მაგრამ ქალაქია. ხომ არ შეიტან სტატიაში ლანჩხუთი ცვლილებას და წყაროდ იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზს მიუთითებ? ჩემი თხოვნაა, აღარ შეიტანო სტატიაში ეს კონკრეტული ცვლილებები და თუ მიგაჩნია, რომ რაიმე აგაუგებარია ან არსებითად არასწორია ფორუმზე გაიტანო საკითხი. --M. განხილვაწვლილი 11:55, 19 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

კეთილი, რადგან კანონებს ვემიჯნებით და მეორეულ წყაროებს ვუთითებთ ვიკიპედიის წესებიდან გამომდინარე, შეგიძლია მუნიციპალიტეტების სიაში დაამატო მეორეულ წყარო - ქე-ზე დაყრდნობით აფხაზეთის ის ორი მუნიციპალიტეტი, რომელზეც სპეციალურად მათთვის ცალკე არსებობს სტატია. დანარჩენ საკრებულოს გარეშე არსებულ მუნიციპალიტეტებს რაც შეეხება, მათ დავამატებთ სიაში ქე-ში როცა ცალკე დაიწერება სტატია. იმედს ვიქონიებ რომ მომავალში მეორეული წყაროებით ვისაუბრებთ და არა სააკაშვილის 2005 წლის კანონზე, რომლის მიხედვითაც ყველა რაიონი გარდაიქმნა მუნიციპალიტეტად 2006 წლის 1 იანვრიდან. სიმართლე გითხრა მე "ჯავის რაიონი" და სხვა აფხაზეთის მუნიციპალიტეტებისთვის გავაკეთე ჩასწორება სტატიაში. რადგანაც ორიენტირი ჩვენთვის უბრალოდ მეორეული წყაროა, დაე იყოს მასე.-Surprizi განხილვაწვლილი 03:47, 20 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

1) შეუმცდარი არაფერია, მათ შორის ქე 2) კანონის წაკითხვას და განმარტებას სჭირდება სპეციფიკური ცოდნა 3) კანონებს პრეზიდენტი არ იღებს (და არ იღებდა) საქართველოში, ამიტომ ფორმულირებები „პრეზიდენტის ბრძანებით მოხდა რეორგანიზაცია“ უბრალოდ არასწორია 4) ჯავის შესახებ შესაბამის განხილვაში არაერთხელ დავწერე და სამწუხაროდ კიდევ მცდარი ფორმით და შინაარსით არსებობს ის სტატია. თუ რაიმე გაუგებარია თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით, მე არ მეზარება, შემიძლია განვმარტო და დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს --M. განხილვაწვლილი 05:12, 20 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
1) გეთანხმებით შეუმცდარი არაფერია! მათ შორის ქე-ც, მაგრამ ეს ხომ ხელს არ შეგვიშლის მას იგნორი გავუკეთოთ და უბრალოდ ზერელედ მივიღოთ როგორც „მეორადი წყარო“?! ის რომ მეორადი წყაროზე დაყრდნობა ვიკიპედიის წესებია და ის რომ შეუმცდარი არაფერია, გამოდის რომ „მეორადი წყაროზე“ დაყრდნობით ჩვენ თამამად შეგვიძლია მუნიციპალიტეტების სია გავზარდოთ. 😊 2) მოდით შევთანხმდეთ რომ ვიკიპედიაში კანონების წაკითხვისგან თავს შევიკავებთ მეც და თქვენც, რამეთუ ამას „ორიგინალური კვლევა“ ჰქვია. 😋 3) მადლობა, გავითვალისწინებ! 4) ჯავის რაიონს რაც შეეხება, ამ ეტაპისთვის მასზე მოდი თავი შევიკავოთ და სია შევავსოთ მხოლოდ ორი მუნიციპალიტეტით რაზეც წყარო გაგვაჩნია. რაც შეეხება ქეს ცდომილებას, სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ქე 1997 წლის გამოცემაში ყველაფერს რაიონს ეძახდა, გაგრას კი ქალაქის საბჭოს თუ რაცხას, 2012 წლიდან აქტიურად იწყება ტოტალურად მუნიციპალიტეტების გამოყენება, როგორც პირდაპირ ისე არაპირდაპირ სტატიებში. ანუ მეორე ტომიდან მოყოლებული მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ქე ტოტალურად ავრცელებს მუნიციპალიტეტის განსაზღვრებას და ის ორი სტატიაში მექანიკური შეცდომით არ იფარგლება. რაც არ უნდა იყოს ჩვენთვის მეორადი წყარო ამოსავალი წერტილია. თუ გამოჩნდება უფრო უახლესი წყაროები სადაც რაიონი დაიწერება, შეგვეძლება მოვითხოვოთ რაიონის დამკვიდრება. მგონი ესეა მიღებული ჩვენთან ვიკიპედიაში.😉 --Surprizi განხილვაწვლილი 07:23, 20 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
ვერ გავიგე რომელ ორ მუნიციპალიტეტზეა საუბარი. საქართველოში არის 69 მუნიციპალიტეტი. მითითებულია 69-ვე. მეტი არ არსებობს. --M. განხილვაწვლილი 08:41, 20 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
გუდაუთის და გულრიფშის მუნიციპალიტეტებზე ვსაუბრობ. მათზე გაგრის, გალის, აჟარის, ჯავის, სოხუმის მუნიციპალიტეტებისაგან განსხვავებით ცალკე დამოუკიდებელი სტატიებია მიძღვნილი. გალი და გაგრა არაა მუნიციპალიტეტებად, რადგანაც 1997 წელს როცა პირველი ტომი გამოვიდა მუნიციპალიტეტების ხსენება არ იყო, ისევე როგორც აჟარის მუნიციპალიტეტი, რადგანაც ის 2014 წელს შეიქმნა. ანუ მე ვითხოვ ამ ეტაპზე მუნციპალიტეტების სიაში მათ დამატებას. ქე-ში არის სტატია, შეგიძლია მითითებული სქოლიოთი დაძებნო ტომი და გვერდი. მიუხედავად იმისა რომ ეგ მუნიციპალიტეტები საკრებულოთი არაა წარმოდგენილი, რეალურდ საქართველოს დაყოფაში არსებობს. მე მინდა რომ თქვენ დაამატოთ ისინი ამ სიაში, რათქმაუნდა განცალკევებულად და იმის მითიტებით რომ ადმინისტრაცია არ ყავს, მაგრამ ის უნდა დაემატოს.--Surprizi განხილვაწვლილი 08:53, 20 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
არ არსებობს ეს მუნიციპალიტეტები და ეს ის შემთხვევაა, როცა ქე ცდება. ასევე არასწორია, რომ აჟარის მუნიციპალიტეტი შეიქმნა 2014 წელს. ის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, არსებობს 2006 წლიდან. საქართველოს დაყოფაში გულრიფშის და გუდაუთის მუნიციპალიტტები არ არსებობს, შესაბამისად ვერ დაემატება სიაში. აფხაზეთის არ-ის ტერიტორიაზე არსებობს მხოლოდ აჟარის მუნიციპალიტეტი. დანარჩენი არის თეთრი ლაქა, სამწუხაროდ. საერთოდ, მუნიციპალიტეტი ტერიტორია არ არის. მუნიციპალიტეტი არის მუნიციპალიტეტის ორგანოები: საკრებულო, მერიის აპარატი, ბიუჯეტი და ა.შ. აჟარის მუნიციპალიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორია ოკუპირებულია, არსებობს, მისი ორგანოები განთავსებულია თბილისში, მას აქვს ბიუჯეტი, იღებს აქტებს და ა.შ. აფხაზეთის არ-ის სხვა ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის ორგანოები შექმნილი არ არის. --M. განხილვაწვლილი 09:05, 20 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ რა გვიშლის ხელს, ვიკიპედია დავაყრდნოთ „მეორად“ და „როგორც ყველა, შესაძლო მცდარ“ წყაროს? ან იქნებ დარჩეს ეს მუნიციპალიტეტებიც და დამატებით თქვენი კომენტარიც მიეთითოს „თეთრი ლაქების“ შესახებ?--Surprizi განხილვაწვლილი 09:30, 20 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
გვინდა-არგვინდა გადაწყვეტილება მისაღებია, რომელსაც თავისი გამოძახილი ექნება მომავალში. თუ ჩვენ კატეგორიულ პოზიციას დავიკავებთ და დავგმობთ ყველა მეორად და შესაძლო მცდარ ინფოს, რომლის ადგილიც რეალურად ვიკიპედიაში არის, მივიღებთ იმას რომ ჩვენ უნდა შევქმნათ საქართველოს რუკა პირწმინდად თეთრი ლაქებით. ეს კი ნიშნავს რომ ამ რუკას უნდა დავამყნოთ ყველა უცხოენოვანი ვიკიპედიები, რომლებმაც უნდა გააქრონ ყველა პროქართული მუნიციპალიტეტები და დავტოვოთ ოკუპირებულთა რაიონული დაყოფები. არ ვიცი, მე დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოება უარყოფითად შეხვდება ამ ყველაფერს. ფაქტი კი ჯიუტია რომ თუნდაც ქართულ ვიკიში უნდა არსებობდეს ეს დეფაქტო რაიონები, ისევე როგორც არსებობს დეფაქტო რესპუბლიკებზე სტატიები. იმედია სწორედ გამიგებთ, ანუ უნდა წავშალოთ აბსოლუტურად ყველაფერი როცა შეგვიძლია ამითი უნდაც მითიური/სასურველი საქართველო დავამკვიდროთ. დამიჯერეთ, ქვეყანა დგას არა პროფესიონალების არამედ ღმერთის ანაბარა ნა ჩესტნომ სლოვე! ჩემი პოზიციაა შევიმუშაოთ რაღაცა შუალედური ვარიანტი, რომელიც ერთის მხრივ მართალი იქნება იმასთან რისიც თქვენ გწამთ და ამავდროულად იქნება „ქესეული“ ვარიანტის ანარეკლი. მოფიქრება ყოველთვის შეიძლება რაღაცის, მთავარია სურვილი. რავი თეთრ ლაქებს რაც შეეხება ვთვლი რომ შეიქმნას ისეთი რუკა სადაც ოკუპირებული რაიონები რაღაც განსხვავებული ფორით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ამავდროულად ნათლად იქნება ადმინისტრაციულად გამყოფი ხაზი ნაჩვენები. ბოლობოლო გამყოფი ხაზიც სხვაფრად შეგვიძლია წარმოვადგინოთ, მთავარია ის უნდა არსებობდეს.მუნიციპალიტეტების სიაში ცალკე დამატებით სიის გაკეთება შეიძ₾ება, სადაც ნათქვამი იქნება რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტები არ არსებობს და ისინი პირობით არიან წარმოდგენილი, რეალურად ამდენი და ამდენი მუნიციპალიტეტიათქო.--Surprizi განხილვაწვლილი 11:57, 20 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
ჩვენ არაფერი არ უნდა შევქმნათ. ამის არანაირი უფლება არ გვაქვს. ვიკიპედია ჩვენი შემოქმედების სფერო არ არის. ვიკიპედიამ უნდა ასახოს, რაც არსებობს, და არ უნდა გამოიგონოს არარსებული. --M. განხილვაწვლილი 05:33, 21 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
მდას!!! და რა ვუყოთ მეორეული წყაროს პრინციპს, თან არ დაგვავიწყდეს, რომ ქე თუნდაც მუნიციპალიტეტებზე სტატიით არ იფარგლება და ყველგან ამკვიდრებს თავის ხედვას. უფრო მეტიც, სანამ 2012 წელში საბოლოოდ „ჩამოაყალიბდებოდა“ მუნიციპალიტეტებზე გადასვლას, ის თავის 2009 წლის საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში ჯავაზე წერს, რომ ის არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ეს ნათლად მიუთითებს ენციკლოპედია საქართველოს ცალსახა პოზიციაზე. პრინციპში თქვენი შეხედულებები გასაგებია!!! მე აღნიშნულ საკითხს დავაყენებ კენჭისყრაზე და რასაც გუნდი გადაწყვეტს იმას ავირჩევთ!--Surprizi განხილვაწვლილი 06:15, 21 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
სალამი @M.:, ბოდიში ბოლომდე მაინც ვერ გავიგე თქვენი პოზიცია და საბოლოოდ მოკლედ რომ გვითხრა ორი სიტყვით რატომ არ არის ჩამონათვალში, მაგალითად გაგრა და გულრიფში? რადგან სიპად არ არის რეგისტრირებული? ანუ რატომღაც მიგვაჩნია, რომ ვიკიპედია მკაცრად უნდა მისდევდეს მხოლოდ იურიდიულად დეკლარირებულ დოკუმენტებს?--Gaga.vaa (განხილვა/წვლილი) 07:19, 28 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]

განახლებული maps.gov.ge[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით, ვინაიდან და რადგანაც საქართველოს მთავრობამ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულეს გეოგრაფიულ-ადმინისტრაციული ვებ გვერდის პროექტზე - maps.gov.ge მუშაობა და საპილოტე რეჟიმიდან გადაერთნენ ძირითად რეჟიმში, ვფიქრობ აღარაფერი გვიშლის ხელს, რომ სრულად დავეყრდნოთ ვებგვერდზე მოცემულ ინფორმაციას, ვეთანხმებით თუ არა მას და გვაქვს თუ არა განსხვავებული შეხედულებები იურიდიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოსაზრებებით. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მთავრობის მიმდინარე ხედვა გავიზიაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ხსენებულ ბაზაში ყველა ოკუპირებული ტერიტორიული ერთეული მოხსენიებულია მუნიციპალიტეტად, შესაბამისად ვფიქრობ აღარ არის ეს საკითხი საკამათო Gaga.vaa (განხილვა/წვლილი) 11:40, 17 მარტი 2023 (UTC)[უპასუხე]

ეგ რუკა არ გამოდგება წყაროდ. მაგალითად, რუკაზე არ არის აჟარის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტების სრული ოფიციალური სია მოცემულია მუნიციპალიტეტების რეესტრში. --M. (განხილვა/წვლილი) 17:23, 17 მარტი 2023 (UTC)[უპასუხე]
არის აჟარა. მე ჯავის რაიონისათვის ჩამოჭრილი ნაწილების საკითხი უფრო მაინტერესებს. რეესტრში ონის სოფლებში ეგ დასახლებები არაა ასახული, საჩხერისთვის გადაცემული — არის. გიო ოქრო 17:58, 17 მარტი 2023 (UTC)[უპასუხე]