განხილვა:საქართველოს გეოგრაფია
იერსახე
სურათი ჩავსვი, აფხაზეთი და ოსეთი განსხვავებულათაა შეფერადებული. რაღაც არ მომწონს. რამე სხვა სურათი არ გეგულბათ? --გოტა (მომწერე) 17:40, 22 იანვარი 2011 (UTC)
- რაღაც არც მე მომწონს... ჯობს სხვა ჩავსვათ --მიხეილ (გ) 17:42, 22 იანვარი 2011 (UTC)
- ვიპოვე და შევცვალე --გოტა (მომწერე) 18:12, 22 იანვარი 2011 (UTC)
მდაა :| წყლის რესურსებში შეიხედეთ ერთი. მანდ წერია საერთო სიგრძე 26 ათას კმ-ს აღწევსო (წყაროც მითითებულია). მაგრამ მე-9 კლასის წიგნში 60 ათასი კმ წერია, ხოლო მე-8 კლასის წიგნში 59747 (თითქმის 60,000). მგონი ამ ორ უკანასკნელს უნდა დავუჯეროთ. სადმე გადაამოწმეთ თუ შეგიძიათ და შევცვალოთ --გოტა (მომწერე) 19:42, 30 იანვარი 2011 (UTC)
- გოჩა, მგონი სკოლის სახელმძღვანელოს ავტორ გეოგრაფებს უფრო ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, ვიდრე სამინისტროში, მრავალი მიზეზის გამო :) --მიხეილ (გ) 19:46, 30 იანვარი 2011 (UTC)
- რა თქმა უნდა. 100%-ით დარწმუნებული ვარ, უბრალოდ აქ მაინც დავწერე. თან 26 ათასი კმ ცოტაა. --გოტა (მომწერე) 19:48, 30 იანვარი 2011 (UTC)
- სკოლის სახელმძღვანელოები?-ცანგალა (გ) 18:31, 28 მარტი 2014 (UTC)
- რა თქმა უნდა. 100%-ით დარწმუნებული ვარ, უბრალოდ აქ მაინც დავწერე. თან 26 ათასი კმ ცოტაა. --გოტა (მომწერე) 19:48, 30 იანვარი 2011 (UTC)
- მე ის უფრო მაინტერესებს, რატომ არავინ არ რეაგირებდა თავის დროზე როდესაც საბავშვო/საყმაწვილო სახელმძღვანელოებით სარგებლობდნენ აქ ვიკიპედიაში ?. რათქმა უნდა არც ერთი სერიოზული ენციკლოპედია არ იყენებს წყაროს სახით საბავშვო/საყმაწვილო სახელმძღვანელოებს. ერთხელ სტატიიდან, რომ ამოვიღე ასეთი წიგნები ერთ-ერთმა რედაქტორმა კივილ/წივილი ამიტეხა განხილვის გვერდზე. - ოთოჯი განხილვა 18:52, 28 მარტი 2014 (UTC)
- მე მაინტერესებს არსებობს თუ არა ისეთი თარგი, რომლითაც მკითხველს ვამცნობთ რომ ნუ დაეყრდნობა ინფორმაციას.--ცანგალა (გ) 20:08, 28 მარტი 2014 (UTC)
ოთო შენ წარმოიდგინე და რჩეულიც კი გახდა სკოლის წიგნით დაწერილი სტატია ქართულ ვიკიპედიაში, თუმცა ახლა მას სტატუსი ჩამორთმეული აქვს ჩემი ძალისხმევით.--JABA 1977 04:30, 29 მარტი 2014 (UTC)
- სწორად მოქცეულხარ ჯაბა. ვიკიპედიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ავტორიტეტულ წყაროს უნდა ენიჭებოდეს. უკიდურესი თარგების ჩასმის მომხრე არ ვარ, რადგან თუკი ინფორმაციას არ დაეყრდნობა მომხარებელი ასეთი ინფორმაციის არსებობას აზრიც ეკარგება. უნდა იქნას ამოღებული მსგავსი სახის წიგნები, იმ მოტივით, რომ საბავშვო/საყმაწვილო სახელმძღვანელოები ვიკიპედიაში არ წარმოადგენენ ავტორიტეტულ წყაროს, ძალას. - ოთოჯი განხილვა 08:27, 29 მარტი 2014 (UTC)