განხილვა:მონტენეგრო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „მონტენეგრო“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
„ვმ საქართველოს“ კონკურსის „ქვეყნები და დედაქალაქები ვიკიპედიაში“ ფარგლებში.

მონტენეგრო თუ ჩერნოგორია? დასადგენია. ე. ი. გადამისამართება რომელზე გაკეთდეს. --Zangala 07:59, 2 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

თვითონ ქვეყანას რა ქვია თავის ენაზე? მონტენეგრო თუ ჩერნოგორია? რავი მემგონი მონტენეგრო ჯობია თუ ჩერნოგორია რუსული გავლენითაა შერქმეული, მე მახსოვს იყო მცდელობა რომ ინგლისურ ვარიანტში ასაქართველო ყოფილიყო გრუზია და არა ჯორჯია რუსულის გამო მარა ღმერთს მადლობა ეგრე არ დარჩა(იაპონიაში ხო დღემდე გრუზიაა). ერთი სიტყვით თუ ეს რუსულის გავლენითაა მაშინ მონტენეგრო ჯობია ჩემი აზრითRustavizauri 14:26, 5 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]
ჩერნოგორია რუსულის გავლენით არაა, სერბულადაც ასეა. ქართულად რომელია ოფიციალურად მიღებული ზუსტად არ ვიცი (მგონი ორივე). - ალ-ო / 14:52, 5 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მართალია მოძველებული ინფომაციაა, მაგრამ მაინც მინდა დავწერო: ქსე-ის (ტ. 11 გვ. 100, თბ.,1987 წელი) მიხედვით წერია ჩერნოგორია, მონტენეგრო საერთოდ არ არის ნახსენები. ამიტომ ჩერნოგირიაზე, რომ გაკეთდეს გადამისამართება წინააღმდეგი ხომ არ იქნებით. დაველოდები მომხმარებელი:David1010-ის პასუხს, თუ რის საფიძველზე გადააკეტა ჩერნოგორიაზე.--Zangala 18:42, 5 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არა წინააღმდეგი არ ვარ.David1010 12:10, 7 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი ჩერნოგორია ჯობია. დღეს რომელია მიღებული არ ვიცი. ტამოკ

ამ რესპუბლიკის სახელწოდება თავისივე ენაზე არის ჩერნოგორია და მგონი აჯობებს სასწრაფოდ გადატანა --Jaba1977 13:30, 24 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

არსებობს ”ჩერნოგორიული ენა” (სერბულის ნაირსახეობა), რომელზეც ამ ქვეყანას Crna Gora ჰქვია, რაც ქართულად შავ მთას ნიშნავს. Montenegro თუ არ ვცდები, შავი მთის იტალიური თარგმანი უნდა იყოს. გერმანულად (უფრო ავსტრიაში) Schwarzenberg-საც ეძახიან მეორენაირად. ყველა დასახელება არის თარგმანი პირველი ვარიანტისა. ეს პირველი ვარიანტი კი ალბათ სლავური უნდა იყოს (Crna Gora). ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ქართულადაც ჩერნოგორია უნდა იყოს (რომელიც რუსულის გავლენა არაა და სტატიაშიც არასწორადაა მითითებული ეს). პ. ს. ვიკიპედიაში განხილვის გვერდზე რამეზე რომ შევთანხმდებით, აქ წყდება ყველაფერი. მერე აღარავინ აკეთებს :) — დათო პასუხი 17:23, 21 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კი, მე მგონი ქსე–ს რომ დავერყნოდ მგონი კარგი იქნება, ქართულენოვანი მოსახლეობა მგონი ჩერნოგორიას უფრო ხმარობს, ვიდრე მონტენეგროს (თუმცა არ ვიცი ვიკრიჭები ეს ჩემი აზრია). უბრალოდ მართლაც რუსულმა ენამ ჩვენს მოსახლეობაზე დიდი გავლენა მოახდინა და ცვენთვის ეს მგონი უფრო მისაღებია ამ ეტაპისთვის ვიღიმი--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 17:58, 21 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდი - ჩერნოგორია. --ცანგალა () 18:18, 21 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მემგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მოშველიება სასაცილო უფრო იყო ვიდრე რამის დამამტკიცებელი. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების 80%-ზე მეტი, რბილად რომ ვთქვა, საერთოდ გაგებაში არაა იმაზე, რაზეც აქ მიდის საუბარი. ცანგალას კიდე ერთ ისტორიას შევახსენებ თუ არ მიწყენს, როცა ბუენოს აირესის დეფისით და დეფისის გარეშე დაწერაზე იყო საუბარი.
გამარჯობა Gaga.vaa, პირველ რიგში ვიკიპედიის წესის მიხედვით, როდესაც ერთმანეთს განხილვის გვერდზე ვწერთ ინფორმაციას, აუცილებლად უნდა მოვაწეროთ ხელი მხოლოდ ამ სურათს დააწკაპუნე და ავტომატურად შენი ხელმოწერაა. ახლა რაც შეეხება ბუენოს-აირეს - არ ვიცი გაგიგია თუ არა, მაგრამ ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა მიხედვით იწერება დეფისი. თუ ეს ნორმები შეცვლილია - ამას ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია ცვლის მაშინ კი ბატონო. ამიტომ გთხოვ დაწერო როდის შეიცვალა ნორმები. როდესაც სტატია დამუშავების პროცესშია ვგულისხმობ ლათინურ ამერიკას უნდა ჩაწერო თარგი:მუშავდება და არავინ არ ახლებს ხელს. წარმატებები და შევთახმდეთ სტატიის დაწნილებას ადგილი არ ჰქონდეს ვიღიმიცანგალა () 14:55, 21 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ, მე პირადად, თუ არ ვცდები ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია, თავის დროზე ნებისმიერი სახელმწიფოს სახელის სწორად გამოთქმასაც აკონტროლებდა, და მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ზემოთ მრავალგზის ხსენებულ ქვეყანას მხოლოდ ჩერნოგორიად მოიხსენიებდნენ და სიმართლე გითხრა ჩვენი ვაი ჟურნალისტებისგან მონტენეგრო მომესმა ძალიან გამიკვირდა, რადგან არამგონია ჩვენი ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია ისევ რომ მუშაობდეს და ცვლიდეს ოდითგანვე დადგენილ წესებს. გარდა ამისა თუ არ მიწყენთ ჩემ აზრსაც გამოვთქვამ, თუ დამეთანხმებით: მემგონი ჩვენს ქვეყანას იგივე ჩერნოგორიაში ან ნებისმიერ სლავულ ქვეყანაში ჯორჯია რომ უწოდონ გრუზიას ნაცვლად, საღად მოაზროვნე ადამიანს (ქართველს) არ უნდა მოეწონოს, ეს იმას ნიშნავს , რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა მაგალითად მოყვანილ ნებისმიერ სლავურ ქვეყანაში ნულს დაბლაა და თუ რატომ ამის ახსნა რათქმაუნდა არ დამჭირდება.
მოკლედ ჩერნოგორია და აუცილებლად ჩერნოგორია. და პირიქით მემგონი მისასალმებელი იქნება, რომ იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტელევიზიებს და მედიის სხვა საშუალებებს ჩვენც მივაწოდებთ ინფორმაციას და მოვუწოდებთ, რომ სამაგალითოდ აიღონ ვიკიპედია, რადგან ეს არის პროექტი სადაც, გონიერი ქართველები არ დავუშვებთ, რომ პატარა წვრილმანიც კი გაგვეპაროს თვალთახედვის არედან. მადლობა სუყველას. — mebadury განხილვაწვლილი 10:27, 16 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

– საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ქვეყანას ოფიციალურად მონტენეგროდ მოიხსენიებს თუ გამოხმაურება არ ექნება ამ პოსტს ერთ დღეში მე თვითონ გადავიტან.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:50, 1 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

საგარეო საქმეთა სამინისტრო არაბთა გაერთიანებულ სამიროებსაც წერს, დომინიკის რესპუბლიკას, ყატარის სახელმწიფოს, კოტ დიუარის რესპუბლიკას და კიდევ ბევრ რამეს, თუმცა არცერთი არაა სწორი. მონტენეგრო არის ჩერნოგორიის ლათინიზირებული ვარიანტი და ჩვენ საგარეო უწყებას ჩერნოგორია ალბათ ძალიან რუსულად მოხვდა ყურში და მაგიტომაც დაწერეს „ევროპული“ მონტენეგრო. ქვეყანას სახელი არ შეცვლია და ის ქართულად არის ჩერნოგორია--დათო1010 09:22, 1 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]
მე მახსოვს, რომ ამაზე ოფიციალური მიმართვა იყო მონტენეგროს მხრიდან რომ მისთვის მონტენეგრო ეწოდებინათ. უბრალოდ ეხლა ვერ ვპოულობ მაგ ინფორმაციას ვერსად.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 10:11, 1 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე მაგას რომ ვამბობდი, ის არ ითვლებოდა. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 15:11, 1 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

კვლავ სათაურზე[წყაროს რედაქტირება]

აქ თუ ყველა მივიჩნევთ, რომ ჩერნოგორია უნდა ერქვას სტატიას რატომ არ გადაგვაქვს? ჩემი აზრით თუ მომხმარებელი @პ.შეთეკაური ვერ იპოვის ოფიციალური მიმართვას მონტენეგროს მხრიდან, მაშინ გადავიტანოთ ჩერნოგორიაზე--GagaVaa 16:30, 23 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ISO 3166-1-ის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო ორგანზაციაა მისი კოდია MNE და ამ სახელმწიფოს ოფიციალურად ჩერნოგორია რომ ერქვას ეს არ იქნებოდა კოდი. გიო ოქრო 16:41, 23 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ახალგაზრდავ საბერძნეთის კოდი მიბოძეთ თუ შეიძლება ISO 3166-1-ს მიხედვით, ან თუნდაც საქართველოსი. ეგ არაფერ შუაშია მიზეზებზე საუბარი არის განხილვის გვერდზე.--GagaVaa 16:55, 23 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ძველგაზრდავ იხილეთ ეს სადაც ტექსტში წერია მონტენეგრო. გიო ოქრო 17:17, 23 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
კომპრომატების ომი არ წამომიწყია ახალგაზრდავ, საწყენად არ მიიღო ძალიან კარგია რომ ასაკი ყოველგვარი დაკვირვების გარეშე ეტყობა ადამიანს, მითუმეტეს ვიზუალური კონტაქტის გარეშე. წარმატებებს გისურვებ. მინდა მოკლედ აგიხსნა, რომ ჩემი აზრით პრინციპში განხილვაში ნათლად ჩანდა, რომ გამოიყენება რათქმაუნდა ორივე ფორმა საქართველოში, უბრალოდ ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის მიერ მე როგორც ვიცი მონტენეგრო არაა მიღებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მივიჩნევთ სანდო წყაროდ რადგან არაკომპეტენტურები არიან ამ საკითხში (პრინციპში მაგათ დიპლომატია მოეთხოვებათ უფრო მეტად და პოლიტგეოგრაფია ვაპატიოთ). ანუ მომხმარებელი პ.შეთეკაური ამბობდა რომ მონტენეგროს ასაბუთებდა რადგან მათგან მოვიდა მოთხოვნაო, ეს უკვე იქნებოდა საბუთი, სხვა მხრივ უფრო წონადი წყარო გგვჭირდება ვიდრე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიაა:)--GagaVaa 17:32, 23 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ერთი რაღაცაა გასათვალისწინებელი: შესაძლოა ქვეყანას საკუთარ ენაზე ჰქვია Crne gore თუ რაღაც. მაგრამ მაგ. სომხეთს „ჰაიასტანი“ ჰქვია და ამას არ ვხმარობთ. ის სახელი უნდა ეწოდოს, როგორც არის ქართულში დამკვიდრებული და ჩემი აზრით მონტენეგროა ასეთი. გიო ოქრო 17:44, 23 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

პირადი მიკერძოებულობის გარეშე განვიხილოთ ეს საკითხი. თვითონ ეძახიან ცრნაგორას, რუსები და სერბები ჩეროგორიას - რაც მისი ძველი ლათინური სახელის მონტენეგროს თარგმანია. დანარჩენი მსოფლიო მონტენეგროს ეძახის. პოლიტკორექტული არის დავუძახოთ მონტენეგრო, რადგან მათთვის ჩერნოგორია იგივეა რაც ჩვენთვის გრუზიას რომ გვეძახიან სხვა ქვეყნები. გვირჩევნია ისევ ჯორჯია გვეძახონ. საბჭოთა წარსულიდან დისტანცირების სურვილის გამო. საქართველოშიც უმეტესობა უკვე მონტენეგროდ მოიხსენიებს ამ ქვეყანას (ამის ობიექტურად დასადგენად გუგლი დაგეხმარებათ). ასე რომ სიმართლე გითხრათ ამ განხილვის აზრსაც კი ვერ ვხედავ.პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:30, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

აბსოლიტურად გეთანხმები. გიო ოქრო 11:34, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

არვიცი რატომ საუბრობთ, იმაზე მთელი მსოფლიო რას ეძახის და ეს რა შუაშია, თითქმის არცერთ ქვეყანას ჩვენ არ ვეძახით ისე როგორც ეძახიან მთელ მსოფლიოში, მაგაზე ნუ ვიმსჯელებთ ძალიან გთხოვთ, არც ის გვაინტერესებს მშობლიურ ენაზე რა ქვია. ჩვენ გვაინტერესებს როგორ არის მიღებული ჩვენთან. კიდევ ვიმეორებ ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის მიერ მე როგორც ვიცი მონტენეგრო არაა მიღებული და გთხოვთ ვიმსჯელოთ მხოლოდ იმის შესახებ თუ რა გვაქვს საწინააღმდეგო რეალური წყარო ან საბუთი რომელიც მოგვცემს საშუალებას, უკაცრავად გამოთქმისთვის და, თავზე გადავახტეთ ენის მთავარ მარეგულირებელ ორგანოს, არავის პირად ინტერესებზე არაა საუბარი რათქმაუნდა ახალგაზრდებო, მოვიყვანოთ რაიმე რეალური არგუმენტი.--GagaVaa 12:00, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

თუ საწინააღმდეგო აზრი არ იქნება, ერთი კვირა დაველოდოთ თუ რაიმე დასაბუთება გამოჩნდება არსებული დასახელების და სხვა შემთხვევაში დავაბრუნოთ ჩერნოგორიაზე.--GagaVaa 12:03, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ნებისმიერ უახლეს ლიტერატურაში სადაც ამ ქვეყანაზეა საუბარი მას მონტენეგრო ჰქვია და არა ჩერნოგორია. გიო ოქრო 12:19, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
რომელი სანდო წყაროთია ჩერნოგორია? გიო ოქრო 12:30, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ბატონო GagaVaa ამ სტატიის წინა სახელზე დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაშ დავეთანხმები, თუ თქვენს მიერ აღიარებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის მიერ დადასტურებულ რაიმე წყაროს წარმოადგენთ სადაც ამ ქვეყანას ჩერნოგორია ქვია, თუ არა მაშინ ჩავატოროთ კენჭისყრა და დემოკრატიული გზით გადავწყვიტოთ საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავს მოქმედებას თვითნებობად ჩავთვლი :) პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:10, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

საკითხი საკმაოდ სათუთია. საერთო კენჭისყრა იქნება საბოლოო ნაბიჯი, მანამდე ტრადიციული "არავინ უპასუხა, მაშასადამე გადამაქვს" იქნება უადგილო. --Abandoner განხილვაწვლილი 13:12, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა რომელი ახალი წყაროს მიხედვით მიაჩნიათ ჩერნოგორია სწორად? გიო ოქრო 13:14, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

არა სად არის ახალი წყარო, ქსე და გეოგრაფიული სახელების ლექსიკონია, რომელიც ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის მიერ არის დადასტურებული. საკმაოდ ძველი წყაროებია, ლამის 30 წლის. ზოგადად ყველა გეოგრაფიული სახელი მაქედან შემოგვაქვს. რომელიც არარის ნახსენები არსებულ წყაროებში მაგ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ ამის საშუალებით - დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში. მე ვიცი, რომ ქართულ ვიკიში ეს სტანდარტები გვქონდა და ამაზე არავინ კამათობდა და თუ რაიმე შეიცვალა და არ ვარ საქმის კურსში მაშინ მე ბოდიშს მოვიხდი. კენჭისყრას რაც შეეხება ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს თანაბარი წონის სხვადასხვა წყაროები ან საერთოდ არ გვაქვს წყაროები და გადაწყვეტილება წყაროზე დაყრდნობით ვერ გამოგვაქვს. მოკლედ მე არანაირი კაპრიზი არ მაქვს დავწერე უბრალოდ რატომ მოხდა გადატანა წყაროს ვერ ვხედავთქო და იქნებ დადოთქო. მოკლედ არვიცი.

ქსე-ს მიხედვით შვედეთსაც შვეცია ჰქვია და იქნებ ეგეც გადავიტანოთ?! გიო ოქრო 15:12, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ეგ უკვე სერიოზული არგუმენტია, მემგონია სერბეთსაც სერბია ქვია. ალტერნატიულ სახელად არ არის ნახსენები შვედეთი? მე ამწუთში არ მაქვს წვდომა-GagaVaa 15:15, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ქსე-ს მიხედვით ჰქვია შვეცია, მაგრამ ამ სათაურით არ გვაქვს სტატია იმიტომ, რომ წლებთან ერთად ენაში შეიცვალა სახელი. იგივეა ჩერნოგორიაზეც. გიო ოქრო 15:16, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ანუ არ უზის შვედეთი ალტერნატიულ სახელად?--GagaVaa 15:22, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე ადგილას შვეცია შემხვდა. @Jaba1977: ჯაბა გვეტყვის :) გიო ოქრო 15:25, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

მიუხედავად იმისა, რომ განხილვაში ჩემი აზრი დავაფიქსირე, როგორც მახსოვს ერთ-ერთ ვიკიშეხვედრაზე (რომელზეც არცერთი არ იყავით) შევთანხმდით, რომ მონტენეგრო და ნიდერლანდები უნდა ყოფილიყო. თუ ამ ორი სტატიის ისტორიასაც დააკვირდებით დაინახავთ, რომ ერთ პერიოდში არის გადატანილი ამ სათაურებზე, რაც შეეხება შვეცია-შვედეთს ამაზე უკვე არა მგონია ვინმე დავობდეს. მე გთხოვთ ორივეს, რომ ხშირად იაროთ ვიკიშეხვედრებზე და ერთხელ შეჯერებულ ამბებზე განმეორებით ნუ წამოიწყებთ განხილვებს, ხოლო იმათ ვინც ვიკიშეხვედრებზე დადის და მერე სტატიები გადააქვს უნდა დაწერონ ამის შესახებ სადმე ვიკიპედიის სივრცეში, რომ მიღებული გადაწყვეტილებების არცოდნამ მსგავსი გაუგებრობები აღარ გამოიწვიოს. მადლობა. --ჯაბა 1977 15:32, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ამ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დამყარებული აქვს როგორც მონტენეგროსთან (ანალოგიურია ნიდერლანდების შემთხვევაც) ამიტომ ერთ-ერთ ვიკიშეხვედრაზე რომელსაც 15-მდე აქტიური ვიკიპედიელი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ გამოგვეყენებინა ის სახელწოდებები რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა დამყარებული.--დათო1010 15:37, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ხო ვერ დავდივარ ვიკიშეხვედრებზე და აღარც მწერენ პრინციპში ამ ბოლო დროს--GagaVaa 13:54, 26 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]