განხილვა:იმერეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რჩეული სტატია იმერეთი არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასდა, როგორც ვიკიპედიელთა მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო სტატია. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ.
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (19 ოქტომბერი, 2008).

განხილვა[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ შეცვალოთ რწმუნებული - ლაშა მაქაცარია არის ახალი რწმუნებული, ჩოგოვაძის მაგივრად. სამწუხაროდ, ვერ მოვნახე, საიდან უნდა მოხდეს რედაქტირება.

სტატიაში კლიმატი, ფლორა, ფაუნა საერთოდ არაა. ამიტომ სრულად ვერ ჩაითვლება.--ტრულალა () 11:43, 17 ოქტომბერი 2007 (UTC)

იმერეთის მხარე--ცანგალა () 11:56, 17 ოქტომბერი 2007 (UTC)

მე მგონი სტატუსკვო უნდა შენარჩუნდეს: დარჩეს ორივე სტატია. ის, ფაქტი რომ, მხარე ემთხვევა ისტორიულ პროვინციას არაფერს ნიშნავს! მხარე მას ეხლა ქვია, მერე შეიძლება მიწა, კანტონი, შტატი დააქრვან (ეს ისე:) მასზე ცალკე სტატია აუცილებელია. კახეთი მაგალითად რამდენიმე ისტორიულ პროვინციას აერთიანებს, ყველას ხომ არ შევრწყავთ?!--Rastrelli F.B. 07:45, 20 თებერვალი 2008 (UTC)

იმდენად რამდენადაც სტატია ისტორიული ხასიათისაა, ჩემის აზრით შესაბამსად კლიმატი, ფლორა, ფაუნა ეკუთვნის უფრო იმერეთის მხარეს და არა ამას. R

ამის გამო მაქვს მითითებული 17 ოქტომბერს სტატია იმერეთის მხარე.--ცანგალა () 08:02, 20 თებერვალი 2008 (UTC)

გიორგი წერეთელი (პოეტი)[წყაროს რედაქტირება]

საინტერესოა არააქტუალობა როგორ დაადგინეთ ამ პიოვნების? როდესაც იგი ენციკლოპედიაშია შეტანილი ისევე როგორც გიორგი წერეთელი (მწერალი) და გიორგი წერეთელი (ენათმეცნიერი). გარდა ამისა მაინტერესებს დანაშაულია ამ ადამიანის იმერლებში მოხსენიება? მე მაკვირვებს ასევე რატომაა ნანა ძაგნიძე ამ სიაში რადგან მის სტატიას წყაროც კი არა აქვს და მითითებულიც კი არაა რომ იგი იმერეთში დაიბადა. მე ვფიქრობ სიას უნდა დაუბრუნდეს გიორგი წერეთელი (პოეტი) და პირად მოსაზრებებზე დაფუძნებით გამო არ უნდა ამოვიღოთ სიიდან. --JABA 1977 14:41, 9 ნოემბერი 2013 (UTC)

ჩემი აზრით უნდა იყოს. --ცანგალა () 16:51, 9 ნოემბერი 2013 (UTC)
ჩემი აზრით, ეგ სია საერთოდ ამოსაღებია. სუბიექტურია. გარდა ამისა, იმერლები არიან მხოლოდ ეთნოგრაფიული ჯგუფი ქართველებისა და არა სუბეთნიკური. ასე რომ, მათი ასე ცალკე გამოყოფა ყოველთვის შექმნის პრობლემას: მაგალითად, დავით აღმაშენებელი რა ნიშნითაა იმერელი? მე თუ მკითხავთ, ის წარმოშობით სამხრეთ საქართველოდანაა სულაც; მარტო იმიტომაა იმერელი, რომ იქ ცხოვრობდა? მერე თბილისშიც ხომ ცხოვრობდა... მოკლედ, ეს სია არაა საჭირო, ასე მგონია. იმერელი რომ სუბეთნიკური ჯგუფი იყოს, კიდევ მესმის. Deu. 18:30, 9 ნოემბერი 2013 (UTC)

სიის სრულიად ამოღება ნამდვილად არ მგონია სწორი გადაწყვეტილება. არანაირ სუბეთნოსურ ნიშნებს არ ატარებს ეს საკითხი, უბრალოდ იმერეთში დაიბადნენ ესაა და ეს. --JABA 1977 19:11, 9 ნოემბერი 2013 (UTC)

ან ყველგან უნდა ჩაიწეროს ან უნდა ამოვიღოთ ყველა სტატიიდან. მე პირადად მხოლოდ გვარის წარმომავლობით ვარ იმერელი. იქნებ იმერეთში არ ჩაიწეროს და ჩაიწეროს ქალაქ-სოფლებში ე. ი. სადაც დაიბადნენ ან გვარის წარმომავლობა არის. --ცანგალა () 08:02, 2 დეკემბერი 2013 (UTC)
გიორგი წერეთელი ტვირთავს ტექსტს და უბრალო მკითხველს აბნევს, იმიტომ რომ ორჯერ არის ნახსენები და მხოლოდ ის, რომ ვიკიბმული აქვთ სხვადასხვა პიროვნებაზე, არანაირად არ არის საკმარისი და მაგიტომ ამოაკლდა. თუ ვინმეს აქვს სურვილი ტექსტში კვლავ ჩამატების გთხოვთ გააკეთოთ ეს ისე, რომ იყოს ყველაფერი (ანუ განსხვავებები) მკაფიოდ ნაჩვენები და არ დამახინჯდეს ტექსტი. რაც შეეხება სიას ამოღების წინააღმდეგი არ ვარ და არც მომხრე მაგრამ ცოტა საკამათო თემაა. ეთნოგრაფიული და სუბეთნიკური პრინციპები კიდე არაფერ შუაში არ არის, მარტივად დაბადების ადგილით უნდა განვსაზღვროთ: დაიბადა იმერეთში თუ არა, გვარის წარმომავლობა შორს წაგვიყვანს.--GagaVaa განხილვაწვლილი 10:02, 21 დეკემბერი 2013 (UTC)

მე თქვენს ადგილზე თავს შევიკავებდი, რადგან გადაწყვეტილება მიღებულ არ ყოფილა და კვლავ თვითნებურად ამოაკელით პოეტ გიორგი წერეთლის სახელი და გვარი. ვერ ვხდები ასე რატომ ეწინააღმდეგებით ტექსტში ორი გიორგი წერეთლის არსებობას. თუ თქვენ ის გადარდებთ, რომ ორი ერთნაირი სახელი და გვარი რატომ წერია, მაგას ადვილად ეშველება. შემიძლია შემოგთავაზო ორი ვარიანტი:

ამით ალბათ მკითხველი აღარ დაიბნევა. --JABA 1977 14:28, 21 დეკემბერი 2013 (UTC)

არაფრის წინააღმეგი არ ვარ, უბრალოდ სრულიად უაზრო წინადადებაა და ელემენტარულ სალიტერატურო ნორმებში არ ჯდება - გამოჩენილი იმერლები არიან: გიორგი წერეთელი, გიორგი წერეთელი, გიორგი წერეთელი, გიორგი წერეთელი და გიორგი წერეთელი. გამოვასწორე და გრამატიკულ ფორმას მივუახლოვე ჩემი აზრით, თუ მიგაჩნიათ, რომ ჩემი აზრი მცდარი იყო და ორივე აუცილებლად უნდა იყოს, ამ ეტაპზე საწინააღმდეგო არგუმენტი არ გამაჩნია და შეგიძლიათ ჩასვათ, გინდათ იგივე გიორგი წერეთელი (პოეტი) და გინდაც გრიგოლ აბაშიძე (პოეტი) და გინდაც სევასტი თოდუა, ლოგიკურად თანაბარი უფლება აქვს ყველა მათგანს. ჯაბა, თქვენი შემოთავაზებული ვარიანტებიდან ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ და მაგიტომ დაწერეთ, მაშინ გეტყვით, რომ რაც იყო იმას ჯობია და სხვა ვარიანტი პრინციპში რა შეიძლება გამოვიყენოთ? მემგონი მეორე ვარიანტი ჯობია.--GagaVaa განხილვაწვლილი 16:30, 21 დეკემბერი 2013 (UTC)

თქვენი აზრი რომ მაინტერესებდა სწორედ ამიტომ დავწერე განხილვაში. :) ზოგადად განხილვის გვერდი იმისთვის არსებობს რომ სხვების აზრი გავიგოთ და დავინტერესდეთ ამით. თუ მეორე ვარიანტი ჯობს მაშინ ჩავამატებ აღნიშნულ ტექსტს. გმადლობ. --JABA 1977 18:02, 21 დეკემბერი 2013 (UTC)