განხილვა:დიაოხი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიაოხი არ ჯობია?--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 16:33, 21 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

მეც დიაოხი ვიცი, მაგრამ ბევრი რამ რაც სკოლაში ისწავლება, არასწორია. ქსე–ში გადამოწმდეს მაინც სანამ გადავიტანთ. — დათო პასუხი 16:39, 21 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
ნამდვილად დიაოხი უფრო მართებულია. :) ქსეშიც გადაამოწმეთ, მაგრამ არამარტო სასკოლო სახელმძღვანელოებში, არამედ სამეცნიერო ლიტერატურაშიც ასე იხსენიება. დიაუხი, სიმართლე გითხრათ, არც შემხვედრია. :) – BruTe () 11:49, 26 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
დიაუხი, დიაოხი, დაიაენი — ქსე, ტ. 3, გვ. 504, თბ., 1978. --ცანგალა () 12:59, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

დიაოხის სახელითაა მოხსენიებული წიგნში საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან ახალი წელტაღრიცხვის IV საუკუნემდე), ტ. I, თბ., 2012 წ. (წიგნს ავტორი არ ჰყავს ავტორთა კრებულისაა, უშუალოდ ქვეთავი ეკუთვნის გიორგი მელიქიშვილს). --ჯაბა ლაბაძე 16:01, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა დიაუხი ქსე-ში იგივე ავტორია (მელიქიშვილი გ.) და ლიტერატურა:საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970 და Меликишвили Г. А. Урарские клинообразные надписи, М., 1960--ცანგალა () 16:12, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამოცემის წლებს დააკვირდი გთხოვ. --ჯაბა ლაბაძე 16:22, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

პირველად გავიგე დიაუხი. უპირატესობა რომელ წყაროს ენიჭება? რა თქმა უნდა ახალს. ამის გამო გვაქვს სტატია ჟან დ'არკი და არა ჟანა დ'არკი. --მიხეილ მიწერა 16:38, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:Otogi "დიაოხის სამეფო"-ზე გადატანას ვაპირებ და წინააღმდეგი ხომ არ ხარ? ჯაყელი 10:02, 27 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

აჯობებს მომხმარებლები დაპინგო და ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება. ზემოთ ლიტერატურა საერთოდ სხვას გვეუბნება და არის აზრთა სხვადასხვაობა. დიაუხი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, ქსე-შიც დიაუხი წერია (გ. მელიქიშვილი), ხოლო ზოგან დიაოხი, სამეფოზე არაფერია ნათქვამი, წყარო თუ გაქვს ?. ამ შემთხვევაში, წყაროს გარეშე გადატანა არასწორი იქნება. - ოთოჯი განხილვა 10:29, 27 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. დიაოხი იყო ტომთა სახელმწიფოებრივი გაერთიანება (სტატიაშიც წერია), ტერმინ სამეფოს გამოყენება კი ამ შემთხვევაში ძალიან ხმამაღალი განცხადებაა. --JABA 1977 10:31, 27 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:Jaba1977 ამ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას მეფე ჰყავდა და მოცემულია ტექსტშივე და კატეგორიული წინააღმდეგი რატომ ხარ? თუკი ამ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას ჰყავდა მეფე მაშინ დიაოხიც სამეფო იყო. ჯაყელი 10:38, 27 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეს იყო ტომთა ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ტომის მეთაურებს მეფეები არ ეწოდებათ, ტერმინი მეფე ტომობრივი ურთიერთობების დაშლის შემდეგ წარმოიშვა. --JABA 1977 10:48, 27 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:Jaba1977 სიენი, ასია და უტუფურსი იყვნენ დიაოხის მეფეები ანუ დიაოხიც სამეფო იყო. რა არის აქ სადავო? დასაწყისში დიაოხი როგორც ყველა ადრეული სახელმწიფო იყო ტომობრივი გაერთიანება და შემდეგ ხდებოდა ინსტიტუტის ჩამოყალიბება. აქაც იგივეა. დიაოხს ჰყავდა მეფეები ანუ იყო სამეფო უბრალოდ ამ სახელმწიფომ ვერ გაუძლო და დაიშალა. ნუ მოკლედ მე გამოვდივარ წინადადებით რომ გადავიტანოთ დიაოხის სამეფო-ზე და იქნებ ყველამ დააფიქსიროს თავისი მოსაზრება:

მომხმარებელი:Otogi იქნებ შენი აზრიც დააფიქსირო? ჯაყელი 10:51, 28 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

  • (წინააღმდეგი) ენციკლოპედიური წყაროები (დღემდე არსებულ უახლესში, ყოველშემთხვევაში) არცერთი არ წერს სამეფოს. გადატანის აზრს ვერ ვხედავ, არც ძიებას ამარტივებს (მაინც „დიაოხი“ უნდა ჩაიწეროს). — G.G. 11:14, 28 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ტიგლათფილესერ I-ის ლაშქრობის ამსახველი წარწერა მოიხსენიებს 60 მეფეს. როგორ ფიქრობთ სამეფოსთვის დამახასიათებელი ნიშნებია ეს? პასუხი ერთმნიშვნელოვანია - არა. ეს ტომთა ბელადების გაერთიანებაა და სხვა არაფერი. მეფე პირობითი მცნებაა სიენთან, ასიასთან და უტუფურსთან მიმართებაში. გარდა ამისა, გ. მელიქიშვილი საქართველოს ისტორიის ნარკვევებში (ტ. I, თბ. 1970 წ.) წერს (მომყავს მხოლოდ სათაური): სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები. რომ ყოფილიყო სამეფო, მერწმუნეთ მელიქიშვილს არ მოერიდებოდა ამის დაწერა. --JABA 1977 11:19, 28 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

@Jaqeli: ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში ალბათ ყველასათვის პატივსაცემ მეცნიერ გიორგი მელიქიშვილს დაეჯერა, რომელიც სწორედ, რომ საქართველოს ისტორიის სათავეებს იკვლევდა. იგი თავიდანვე წერდა, რომ დიაოხი უნდა ყოფილიყო ადრეკლასობრივი დიდი და მყარი სახელმწიფოებრივი გაერთიანება (და არა სამეფო), რომელზედაც ცნობები მოიპოვება და აგრეთვე მალევე წყდება წყაროებში. დიაოხი ეს არ არის მარტივი საკითხი, ეს შეიძლება ჩვენ გვინდა, რომ მარტივად იყოს ყველაფერი, მაგრამ მთელი რიგი სახის საკითხები არსებობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამეფოდ დიაოხი არსად არ მოიხსენიება. დიაოხის სამეფოზე გადატანის მყარი არგუმენტები არ არსებობს, დიაოხს ჩვენ, რომ სამეფო ვუწოდოთ ეს მხოლოდ ჩვენი ინტერპრეტაცია იქნება. დიაოხის მეფეებში არსებითად მხოლოდ ხელმწიფე იგულისმება. მაგრამ, ალბათ ჩვენი ისტორიკოსების ბრალიცაა ნაწილობრივ, რომ ეს საკითხები აგორდა ქართულ რეალობაში, რადგან უფრო ფუნდამენტური პასუხების გაცემაა საჭირო სამეცნიერო ნაშრომებში, რომ იწერება გაერთიანება და მანდვე მეფეს უწერ, სწორედ ეს წარმოშობს შედეგად გაურკვევლობას ხალხში, თუმცა გადატანის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. - ოთოჯი განხილვა 12:43, 28 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. დარჩეს დიაოხი. კარგია რომ განხილვები უფრო აქტიური გახდა ქართულვიკიში. ჯაყელი 13:20, 28 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: ოლთისი რომ დიაოხის დედაქალაქი იყო, რომელი წყარო ადასტურებს? --Wiki - ჯაბა 07:14, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977:, იმიერტაოს ცენტრი (დედაქალაქი) იყო. დიაოხის გვერდიდან ოლთისი ამოსაღებია. იხ. ოლთისი (ქალაქი-ციხე) (ქც 4: 169,3), მე-4 აბზაცი: „ოლთისი, როგორც ქალაქი, IX-X სს-ში წარმოიშვა (მესხია 1983: 90). X ს-ში ოლთისი ქართველთა საკურაპალატოში შედიოდა და დავით III კურაპალატის საკუთრებაში იყო.“ ე. ი. IX-X სს-ში წარმოიშვა...--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:19, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
დიაოხის საფუძვლებზე წარმოიშვა ამიერ და იმიერ ტაო, მაგრამ ოლთისი გვიანდელი ქალაქია და ამოსაღებია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:36, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
იხ. ასევე [1] და [2].--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:04, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ამ წყაროებისთვის თავად რომ გადაგეხედა თავის დროზე დღეს ეს განსახილველი თემა აღარ იქნებოდა. --Wiki - ჯაბა 14:36, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მართალი ხარ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:40, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]